"ვიქნები თუ არა წამყვანი? მალე გაიგებთ! მესამე სეზონი კი, მასშტაბურად დაუვიწყარი იქნება!" - გიორგი ნაზღაიძე სიახლეებით ეგვიპტიდან

nazga

"პრაიმჰაუსის" მესამე სეზონი იწყება. ხმაურიანი, რთული და არაორდინალური ისტორიებით დახუნძლული მონაწილეები მალე წარდგებიან თქვენს "სამსჯავროზე". ნაცნობ-უცნობ სახეებს მალე პრაიმჰაუსელები დაერქმევათ და ტაბლოიდურ პრესას ააჭრელებენ.

პირველი სეზონის გამარჯვებული და ამ რეიტინგული რეალითი შოუს წამყვანი, გიორგი ნაზღაიძე ეგვიპტეში ისვენებს და პლაჟიდან "პრაიმტაიმის" მკითხველისთვის, კომენტარს აკეთებს. 

გიორგი ნაზღაიძე: ხმამაღლა ვამბობ, მესამე სეზონს მონაწილეთა ძალიან მაგარი ნაკადი ჰყავს. შემდგარი, ჩამოყალიბებული, მოაზროვნე ახალგაზრდები მოვიდნენ, რომელთაგან ყველას თავისი სთორი და ამბავი აქვს. მძიმე წარსული გამოიარეს. მე ვფიქრობ, რომ როდესაც ადამიანს ასეთი ცხოვრება აქვს გავლილი, უფრო საინტერესო ხდება, მეტად აკვირდება და იცის, რა უნდა.

ამ მონაწილეებმა ზუსტად იციან, სად მოდიან და რა უნდათ. მეორე სეზონში იყვნენ ადამიანები, რომლებიც დაიკარგნენ პროექტში, ასე მგონია, ვერ გაიგეს, სად იყვნენ და რა უნდოდათ. ახალ მონაწილეებზე ამას ვერ იტყვი. არიან ლამაზები, ენერგიით სავსე. მე მგონია, რომ "პრაიმჰაუსის" მესამე სეზონი ყველაზე მასშტაბურად დაუვიწყარი იქნება. 

რაც შეეხება იმას, ვიქნები თუ არა რეალითის წამყვანი ისევ მე, ამას საზოგადოება მალე გაიგებს.