„თვითონ მეგობრად მთვლის, მაგრამ მე მიყვარს...“ - რა სიახლეებია ტიკტოკერ ნონა ვაშაყმაძის ცხოვრებაში

nona vashakmadze

ტიკტოკერ ნონა ვაშაყმაძის წარდგენა და თქვენთვის გაცნობა საჭირო აღარ არის, რადგან ჩვენმა მკითხველმა მის შესახებ უკვე ბევრი იცის. „პრაიმტაიმში“ ექსკლუზიურად გამოქვეყნებული მისი ინტერვიუს შემდეგ, ნონას ცნობადობა ახლა უფრო მკვეთრად გაზრდილია. 

პირად ცხოვრებაში სიახლე არ აქვს, თუმცა, 27 წლის ნონამ გადაწყვიტა, რომ ბარიატრიულ ქირურგიას მიმართოს და გარეგნობა მკვეთრად შეიცვალოს, თუმცა, თანხა, რომელიც ამ პროცედურისთვისაა საჭირო, არ აქვს. 

ნონა ვაშაყმაძე: - ჯერჯერობით, დახმარების მსურველები არ გამოჩენილან, ოპერაციის გაკეთება გადაწყვეტილი მაქვს, მაგრამ თანხა ვერ შევაგროვე. ქირურგთან ვიყავი, საჭიროა 10 000 ლარი... 

- ტიკტოკზე ვიდეო გამოაქვეყნე, სადაც ბადრისადმი გრძნობებზე ისაუბრე. რა რეაქცია ჰქონდა ამის შემდეგ და ხომ არაფერი შეცვლილა თქვენს ურთიერთობაში?

- ბადრის რაღაც პრობლემა ჰქონდა, ამის გამო არ აქვს ტელეფონი და სოციალური ქსელები, ყველაფერი გააუქმა. მის დას ვურეკავ და ასე ვახერხებ მასთან საუბარს. თავიდან არ მოსწონდა მასზე ვიდეოებს რომ ვიღებდი, მერე შეეგუა. თვითონ მეგობრად მთვლის, მაგრამ მე მიყვარს... იმ ვიდეოების გადაღებას და დადებას არ ვნანობ, არაფერს ვნანობ...

- ნონა, ვიცით, რომ ემიგრანტი დედა გყავს... ბოლოს როდის ნახე?

- დედა დაახლოებით, 15 წელია, რაც ემიგრაციაშია წასული. საბერძნეთში იმყოფება. ამ წლების განმავლობაში, 2017 წელს იყო ჩამოსული, როცა დის შვილი გარდამეცვალა, ამის გახსენება არ მინდა...