,,ვეღარ ვუძლებ ამდენს..." - ნონა ვაშაყმაძეს დახმარება სჭირდება

ნონა ვაშაყმაძე

ტიკტოკერი, ნონა ვაშაყმაძე დახმარებას ითხოვს.

მის წერილს სოციალურ ქსელში ,,ემიგრანტების იმედი" შოთო სიხარულიძე ავრცელებს.

,,ნონა ვაშაყმაძე დახმარებას ითხოვს.

მივმართავ შოთო სიხარულიძეს და ემიგრანტების არხს, ძალიან გთხოვთ, რომ დამეხმაროთ.

სოციალურ ქსელში დამცინიან, მაბულინგებენ ჩემი წონის გამო. სიცოცხლე აღარ მინდა, ვეღარ ვუძლებ ამდენს.

შენ კარგად იცი შოთო, ჩემი ჯანმრთელობის პრობლემები და პირადად მიცნობ, იცი რა პრობლემებიც მაქვს. დილას ტირილით ვიწყებ და ღამეს ტირილში ვატარებ, ჩემი ბალიში სულ ცრემლებიითაა დანამული. კუჭის ოპერაციის გაკეთება მინდა და იქნებ კეთილმა ადამიანებმა დამეხმაროთ, უმძიმესად ვარ, წამლებს ვსვამ, გაუსაძლისია ჩემი ცხოვრება და ერთერთი მიზეზი არის ის, რომ ჭარბი წონის გამო, სიცოცხლეს მიმწარებენ ბოროტი ადამიანები. შენ ყველას ეხმარები, ვიცი თუ გინდა რომ ვიცოცხლო და ჩემზე სამძიმრის წერილი არ გამოაქვეყნო, გემუდარები, დამეხმარე. უკვე ვეღარ ვუძლებ ამდენს. ან იქნებ ვინმეს იცნობ. კლინიკის ექიმებს და კეთილ ადამიანებს. ვინც დამეხმარება. იქნებ გამოჩნდეს ის ადამიანი. ვინც სიცოცხლეს მაჩუქებს და დამაბრუნებს ამ სამყაროში", - ნათქვამია ნონა ვაშაყმაძის წერილში, რომელსაც შოთო სიხარულიძე ავრცელებს.