თვეში 1000 დოლარი - 32 წლის ამერიკელის არასტანდარტული ბიზნესი (ფოტოები)

Tma

32 წლის წლის ქენდის სინტია ფულს უჩვეულო მეთოდით გამოიმუშავებს - ის თმიანი იღლიებისა და ფეხების ფოტოებს ყიდის და თვიურად 1000 დოლარზე მეტს შოულობს. ინფორმაციას Mirror ავრცელებს. 

გამოცემის ცნობით, მას შემდეგ, რაც ქალმა გაიგო რომ ნარკოლეფსია სჭირს (დაავადება, რომელიც მოჭარბებული ძილიანობითა და უენერგიობით ხასიათდება) გადაწყვიტა, პარსვაზე დრო და ენერგია აღარ დაეხარჯა. 

„სხეულის გაპარსვა ჩემგან დიდ ენერგიას მოითხოვდა და ძალიან მიჭირდა, ამიტომ გადავწყვიტე თავი დამენებებინა. ახლა ჩემი თმიანი იღლიების, მკლავებისა და ფეხების ფოტოებს ვყიდი და ფულს ამით ვშოულობ".- ამბობს ის.