„43 სართულიდან გადმოვარდა...“ - ვინ არის ბათუმში დაღუპული კაცი
1777924526
ლეგენდარული, ქართველი მომღერალი, ნანი ბრეგვაძე გადაცემაში, „სხვა კითხვები ნიკოლოზთან“, პირველად საუბრობს პირად ცხოვრების უცნობ დეტალებზე.
„მე ძალიან მომწონდა, გადასარევი შესახედი იყო, პატიოსანი, ნიჭიერი, მაგრამ არ მიმიწევდა გული. ჩვენთან ხომ იმ დროს სინდისი ყველაზე მთავარი უნდა ყოფილიყო ადამიანში. როგორ, მე ხომ პირობა მივეცი იმ ადამიანს?! დედაჩემი კარგად ხედავდა ყველაფერს, იმ ადამიანებთან, რომლებსაც მე ცოლად უნდა გავყოლოდი, არ შევდგებოდი მე, როგორც მომღერალი, ისინი ძლიერები იყვნენ, ფეხზე მყარად იდგნენ. მეც ვითომ ოჯახი მქონდა, მაგრამ ამას არ ჰქვია ოჯახი. ქმარი რომ აქ არის, შენ იქ... მე ამდენ ბიჭთან ერთად ვიყავი სულ და მეგონა, რომ არ ეჭვიანობდა, მაგრამ თურმე ეჭვიანობდა. დამადგებოდა ხოლმე თავზე სიურპრიზად, მაგალითად, შორეულ აღმოსავლეთში. უნდოდა, რომ სულ მთლიანად მისი ვყოფილიყავი და ეს არ გამოვიდა“ - თქვა ნანი ბრეგვაძემ.