„მინდა საქართველოს მოსახლეობა დავამშვიდო...“ - ასტროლოგი მსოფლიოში მიმდინარე მოვლენებზე საუბრობს
1751121199
დედაქალაქის მერმა, კახა კალაძემ მედიკამენტების 500-ლარიანი ვაუჩერი ერთ-ერთ ბენეფიციარს, თინათინ უკლებას პირადად გადასცა.
„დღეს ერთ-ერთ ბენეფიციართან, ქალბატონ თინათინთან ვიყავით. მას სიმბოლურად გადავეცით ვაუჩერი და საინფორმაციო ბუკლეტი, სადაც დეტალურადაა აღწერილი სხვა პროგრამებიც, რომლითაც შეუძლიათ, ისარგებლონ. ეს არის სამედიცინო გამოკვლევების პროგრამები, სხვადასხვა დაფინანსება და ა.შ. ვაუჩერით სარგებლობისთვის მთავარია, ბენეფიციარებს ჰქონდეთ ექიმის მიერ დანიშნული პრეპარატების ჩამონათვალი. ნებისმიერ აფთიაქში შეუძლიათ, მივიდნენ და აღნიშნული ვაუჩერი ერთი წლის განმავლობაში ყოველგვარი შეზღუდვის გარეშე გამოიყენონ. ეს იქნება ერთგვარი შვება მათთვის, რომ შეძლონ სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი წამლების შეძენა“, – განაცხადა კახა კალაძემ.
ინფორმაციას თბილისის მერიის პრესსამსახური ავრცელებს.