ხანძარი საცხოვრებელ კორპუსში - ორი ადამიანი კლინიკაში გადაიყვანეს
1728406635
„ერთხელ ვიყავი მკითხავთან კუბაში ვიყავი, რაც მითხრა ყველაფერი შესრულდა“ - ამის შესახებ ლეგენდარულმა ქართველმა მომღერალმა, ნანი ბრეგვაძემ გადაცემაში „სხვა კითხვები ნიკოლოზისგან“ განაცხადა.
„ერთხელ ვიყავი მკითხავთან, სხვათა შორის კუბაში ვიყავი, არ გეტყვით რეები მითხრა. მაგრამ რაც მითხრა ყველაფერი შესრულდა.
ერთი მითხრა, სიბერე ძალიან კარგი გექნებაო. მეთქი ეს სიბერე რად მინდა. თურმე ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს. ახალგაზრდა რომ ხარ ყველაფერს იტან და წინ გაქვს ცხოვრება. აი მოხუცებული რომ ხდები, ჩემზე არ ვიტყვი რომ მოხუცებული ვარ შინაგანად არ ვარ მოხუცებული. შენხელა ვარ ახლა მე.
სიბერე მაშინ არის კარგი როცა შენს ირგვლივ შენი შვილები კარგად არიან, ჯანმრთელები, წესიერები და ყურადღებით არიან“, - თქვა ნანი ბრეგვაძემ.