„თქვენ იღბლის ფავორიტები ხართ“ - ზოდიაქოს ეს ნიშნები 2025 წელს გამდიდრდებიან
1732308365
16 დეკემბრიდან "რუსთავი 2-ზე" ყველაზე აზარტული კულინარიული შოუ იწყება. "შეფ გეიმი" - ასე ჰქვია შოუს, რომელიც მთელ კულინარიულ სამყაროს ერთ სამზარეულოში მოაქცევს. მასპინძელი შეფმზარეული გურამ ბაღდოშვილია.
ცნობილი შეფმზარეული ახლობელმა, გიჟუას როლში აკაკი ხორავას მიამსგავსა. მზარეულმა “ფეისბუქზე” შედარებითი ფოტო დადო შეკითხვით – ხო თუ არა? ფეისბუქმეგობრები დიდ არტისტს ამსგავსებენ.
გურამმა ჩვენთან საუბარში აღნიშნა, რომ მამა ჰგავდა ხორავას ხმის ტემბრითა და სიძლიერით და ვარაუდობს, რომ ამიტომაც არის მათ შორის მსგავსება.
გურამ ბაღდოშვილი: – ცოტა წვერი რომ სხვანაირად გავიკეთო, მეც მგონია, რომ ვგავარ. რაღაცით ვამსგავსებ თავს.
ბავშვობიდან მიყვარს “რაც გინახავს ვეღარ ნახავ” და აკაკი ხორავა. მას მამა გავდა. გიჟუას პერსონაჟს რა თვისებებიც ჰქონდა, იგივე ჰქონდა მამასაც. მისნაირად სამართლიანი, ძლიერი და მკაცრი იყო. ხმის ტემბრითაც გავდა.
ეს მეხსიერებაში კარგად მიზის. მაგალითს რომ იღებ ვინმესგან, აი, ისეთი იყო მამა ჩემთვის. შეიძლება მეც ამიტომაც რაღაცით დავემსგავსე ხორავას. მაქვს თუ არა იგივე თვისებები, ეს უკვე სხვებმა უნდა შეადარონ.