VIDEO: დიდი დაპირისპირების სუნი გვცემს... - „შეფ გეიმში“ ცეცხლი დაინთო

შეფ გეიმი

16 დეკემბრიდან "რუსთავი 2-ზე" ყველაზე აზარტული კულინარიული შოუ იწყება. "შეფ გეიმი" - ასე ჰქვია შოუს, რომელიც მთელ კულინარიულ სამყაროს ერთ სამზარეულოში მოაქცევს.

მასპინძელი შეფმზარეული გურამ ბაღდოშვილია, კულინარიულ რინგზე კი ერთმანეთს წარმატებული შეფები დაუპირისპირდებიან.

"შეფ გეიმი" ეთერში ყოველ პარასკევს 22:30 საათზე გავა.