„ცოტა სუსტად არის ფიზიკურად, მაგრამ გონება საუცხოოდ უჭრის“ - 93 წლის თამარ სხირტლაძე ახალგაზრდა მეგობრებმა მოინახულეს

asmati

93 წლის თამარ სხირტლაძე შინ ახალგაზრდა კოლეგა მეგობრებმა მოინახულეს. ასმათ ტყაბლაძე, ქეთი ჩხეიძე და ეკა მჟავანაძე მსახიობს სახლში სტუმრობდნენ. 

"სულ მირეკავს მოდი, მოდიო. უნდა რაღაც გაჭამოს, გემრიელად გაგიმასპინძლდეს. მივედით, მივეფერეთ და მივესიყვარულეთ. ჩაგეხუტო, გაკოცო-მეთქი? - ვკითხე, როგორც გინდაო, მიპასუხა. ჩავეხუტე.

ჭამე, ჭამეო, მაძალებდა. გინდა გავსუქდე-მეთქი - რომ ვუთხარი, რაღა დღეს გასუქდები მაინცდამაინცო, მიპასუხა. იუმორი აქვს და პირდაპირია.

ცოტა სუსტად არის ფიზიკურად. მაგრამ გონება საუცხოოდ უჭრის. რა აღარ ახსოვს, ისე კარგად აზროვნებს. როლებზე მუშაობს. გუშინ გადამიღეს სახლშიო, თქვა" - "პრაიმტაიმს" ასმათ ტყაბლაძე უყვება.