„ცხონება მისურვეთ ძალიან გთხოვთ, მეტი არაფერი მისურვოთ“ - გიორგი გილიგაშვილი

giligashvili

„12 კვანძი ამოიღეს და 8 კვანძი აღმოჩნდა ავთვისებიანი“, - ამის შესახებ გიორგი გილიგაშვილმა გადაცემა „სთორიში“ განაცხადა, რომელიც ეთერში შაბათს გავა.

როგორც გადაცემის ანონსიდან ჩანს, მომღერალი და ტელეწამყვანი გადაცემაში თავის ჯანმრთელობის მდგომარეობისა და იმ დაავადების შესახებ ისაუბრებს, რომელსაც ებრძოდა.

„არასოდეს მტოვებს ღმერთი, უნახავი…არ არსებობს ჩემთვის გადაულახავი…

მე სულ მინდოდა გამოვსულიყავი და მეთქვა, რომ ლეგენდარულად ვარ ხალხო, ცხონება მისურვეთ ძალიან გთხოვთ, მეტი არაფერი მისურვოთ.“ – აღნიშნა გიორგი გილიგაშვილმა.

ცნობისთვის, გიორგი გილიგაშვილს ავთვისებიანი სიმსივნის დიაგნოზი დაუსვეს. ის სამკურნალოდ თურქეთში იმყოფებოდა.