დააკვირდით ამ ციფრებს - რას ნიშნავს თქვენს პასპორტში მითითებული პირადი ნომერი
1732311895
გიორგი გილიგაშვილმა სულ ცოტა ხნის წინ, ოპერაცია გაიკეთა, გამოჯანმრთელდა და მალე სიმსივნეს საბოლოოდ დაამარცხებს.
როგორც მისი და, ნუცა გილიგაშვილი სოციალურ ქსელში წერს, რთული ეტაპი უკვე გავლილია.
„მეგობრებო ბევრი მწერთ და აქ გიპასუხებთ. ღვთის წყალობით გიორგიმ გაიკეთა ოპერაცია და ყველაზე რთული ეტაპი გავიარეთ კარგად. დაგვრჩა შემდეგი ეტაპი სხივური თერაპია, რომელსაც ამ დღეებში გაიკეთებს და საბოლოოდ დავამარცხებთ სიმსივნეს. ძალიან დიდი მადლობა ყველას კეთილი სურვილებისთვის, დალოცვისთვის ყველას გისურვებთ ჯანმრთელობას და უფრო მეტ სიყვარულს ერთმანეთის მიმართ,“ - წერს ნუცა გილიგაშვილი.