კესარიას მკვლელობაში ბრალდებულის, ბექა ჯაიანის ექსპერტიზის პასუხი ცნობილია
1732280077
შაბათს „პრაიმ ჰაუსი“ თი მაჭავარიანმა დატოვა და განმარტა, რომ სახლში არსებულ ვითარებას ვეღარ გაუძლო. რეალითი შოუს მონაწილის ამ გადაწყვეტილებამ მის თაყვანისმცემლებს გული დასწყვიტა.
მოგვიანებით, თიმ თქვა, რომ მის არასრულწლოვან შვილებზე მუქარის შემცველი შეტყობინებები მიიღო, რაც მიუღებელია.
„ფსიქოლოგიურად ვერ გავუძელი იმ სიტუაციას, რაშიც გვიწევდა ცხოვრება. ბევრად უფრო ძლიერი მონაწილეები არიან, ვიდრე მე აღმოვჩნდი... წარმატებებს ვუსურვებ მათ.
გარედან ჩემს შვილებსაც შეეხნენ უკვე და ძალიან უსიამოვნო არის, როდესაც მაყურებელი არ იცნობ ადამიანს, არაფერი იცი მის შესახებ და მის ოჯახს ეცემი ასე უსაფუძვლოდ და არასრულწლოვან შვილებს ეხები, სიკვდილით ემუქრები. ყოვლად მიუღებელია ეს ჩემთვის, ამიტომ გადავწყვიტე, რომ წავიდე პროექტიდან. მირჩევნია, საღი აზრი შევინარჩუნო ჩემი ცხოვრებისთვის, კარიერისთვის, მომავლისთვის და ჩემი შვილებისთვის.“ - თქვა თი მაჭავარიანმა.