1728312638
TMZ: კანიე უესტმა ფარულად იქორწინა - ვინ არის მისი რჩეული
კანიე უესტი საერთაშორისო მედიის ყურადღების ცენტრში კიდევ ერთხელ მოექცა. გამოცემა TMZ-ის ექსკლუზიური ინფორმაციით, ცოტა ხნის წინ ამერიკელმა რეპერმა წარმოშობით ავსტრალიელ დიზაინერზე, ბიანკა ცენსორზე ფარულად იქორწინა. TMZ-ის ცნობით, ამჟამად ბიანკა კანიეს მოდის ხაზს, Yeezy-ის არქიტექტორულ-დიზაინერულ მომსახურებას უწევს.
როგორც TMZ-ის ანონიმურმა წყარომ განუცხადა, წყვილმა საქორწინო ბეჭდები უახლოესი ადამიანების თანდასწრებით გაცვალა. უცხოური გამოცემები წერენ, რომ პაპარაცებმა კანიე და ბიანკა რამდენიმე დღის წინ რესტორან „ვოლდორფ ასტორიაში“ შენიშნეს - ორივე მათგანს ხელზე ბეჭდები ეკეთა.
ასევე, ვარაუდობენ იმასაც, რომ კანიეს მიერ გასულ თვეში გამოშვებული სიმღერა, სახელწოდებით „Censori Overload" მომღერალმა სწორედ მის ახალ სიყვარულს, ბიანკა ცენსორს მიუძღვნა.
თავად კანიესა და ბიანკას გავრცელებულ ინფორმაციაზე ოფიციალური კომენტარი არ გაუკეთებიათ.
ვინ არის ბიანკა ცენსორი
ბიანკა ცენსორი წარმოშობით ავსტრალიელი დიზაინერია. მის შესახებ ბევრი არაფერია ცნობილი. ვიცით მხოლოდ ის, რომ 2017 წელს დაამთავრა მელბურნის უნივერსიტეტი, არქიტექტურის მიმართულებით. სწავლის დასრულების შემდეგ, სამკაულების კომპანია, სახელწოდებით Nylons (ნილონსი) შექმნა. ბიანკამ კანიე უესტის მოდის კომპანიაში მუშაობა 2020 წლის ნოემბერში დაიწყო. როგორც უცხოური გამოცემები წერენ, ის და კანიე ერთმანეთს სწორედ ამ პერიოდში დაუახლოვდნენ. ბიანკა მუდმივად მუქი ფერის, გრძელ თმას ატარებდა. თუმცა, ცოტა ხნის წინ მან იმიჯი რადიკალურად შეიცვალა და საზოგადოების წინაშე ქერა, მოკლე თმით გამოჩნდა. აღსანიშნავია ის ფაქტიც, რომ მას შემდეგ, რაც კანიესთან მისი ფარული ქორწინების შესახებ ინფორმაცია გავრცელდა, ბიანკამ ყველანაირი სოციალური ქსელი გააუქმა. კანიესა და ბიანკას შესაძლო ქორწილის შესახებ გავრცელებულ ინფორმაციას კიმ კარდაშიანის გულშემატკივრებისგან უარყოფითი რეაქცია მოჰყვა. თავად კიმ კარდაშიანს აღნიშნულ თემასთან დაკავშირებით კომენტარი არ გაუკეთებია. თუმცა, ვარაუდობენ, რომ მოდელის ბოლოდროინდელი პოსტები სწორედ კანიეს ეძღვნება. „ახლა მშვიდ პერიოდს გავდივარ. არაფერი მაქვს სათქმელი, უბრალოდ ბევრი მაქვს გასაკეთებელი. დაიმახსოვრეთ, შავი ცხვარი ჩვეულებრივ თხად იქცევა“,- დაწერა კიმ კარდაშიანმა ინსტაგრამის „სთორიში“. ამერიკელი რეპერი და რეალითი შოუს ვარსკვლავი ოფიციალურად 2 თვის წინ, ნოემბერში განქორწინდნენ. განქორწინების შემდეგ კანიე უესტს ყოფილი მეუღესთვის თვეში 200 ათასი დოლარის გადახდა დაეკისრა. მიღწეული შეთანხმების მიხედვით, ყოველთვიურად გადახდილი თანხით კანიე შვილებს დაეხმარება. კიმსა და კანიეს 4 შვილი ჰყავთ. როგორც კიმ კარდაშიანმა ერთ-ერთ ინტერვიუში აღნიშნა, კანიესთან ერთად შვილების აღზრდა ძალიან რთულია.
უბედურ შემთხვევას 11 წლამდე ბიჭი ემსხვერპლა
1728330888