თურქეთში უამინდობის გამო 38 რეისი გაუქმდა - ავიაკომპანია განცხადებას ავრცელებს
1732350445
ფოტომოდელი ნეკა დოროყაშვილი „ინსტაგრამზე“ პოსტს აქვეყნებს, სადაც გამომწერებს მიმართავს და წერს, რომ სოციალურ ქსელში უფრო მეტად გააქტიურდება.
„ბოლო რამდენიმე კვირა იყო განსაკუთრებულად რთული. მოვახერხე დაბრუნება და ჩემი სოციალური ქსელი ისევ აქტიური გავხადე. მე მაქვს ჩემი პასუხისმგებლობები საერთაშორისო ბრენდებთან, სააგენტოებთან და პარტნიორებთან. მე მაქვს პასუხისმგებლობა თქვენთან, ჩემს თითქმის 400 ათას გამომწერთან, მე არ შემიძლია უბრალოდ გავქრე იმის გამო, რომ თავს არ ვგრძნობ კარგად, ეს არ არის საბაბი...
მანამდეც ვცდილობდი დამეპოსტა ნაკლები სიხშირით, იმისათვის, რომ ამას არ ჰქონოდა რაიმე გავლენა მიმდინარე სასამართლო პროცესზე, თუმცა როგორც ჩანს ამას არანაირი მნიშვნელობა არ აქვს. უფრო მეტიც ვფიქრობ, ამის გამო არასწორია კარიერის, კონტრაქტების და გადაღებების გაჩერება.
მაგრამ ახლა მე დავბრუნდი, უფრო მეტი აქტიურობით“, - წერს ნეკა დოროყაშვილი.