ორი ასაკობრივი ზღვარის გადალახვის შემდეგ, ადამიანი საგრძნობლად სწრაფად ბერდება - ახალი კვლევა
1732214480
სპორტული ჟურნალისტი ზაზა ბურდულაძე სოციალურ ქსელში 5 ფაქტის შესახებ წერს, რომელიც საქართველოს პირველი ჩოგანის ნიკოლოზ ბასილაშვილსა და მისი ყოფილი მეუღლის ნეკა დოროყაშვილის განვითარებულ შემთხვევებს ეხება.
„15 წელია ჩოგბურთზე ვწერ. ძალაუნებურად მომიხდა მათი თითქმის 6 წლიანი (ერთად) თანაცხოვრების თვალყურის მიდევნება. მე არ ვიკადრებ ჩემი შთაბეჭდილების გადმოცემას მათ შესახებ, მხოლოდ სპორტს და ჩოგბურთს შევეხები. მხოლოდ ხუთი ფაქტი.
1. ინციდენტი ნიუ-იორკში. 2019 წელს. უცხო პირის უკანონო შესვლა ბილი-ჯინ კინგის სპორტული კომპლექსის, ჩოგბურთელების პირად ზონაში და იქ აყალმალის ატეხვა. ამ ფაქტს აშშ-ის ჩოგბურთის ასოციაციის პრეზიდენტი კატარინა ადამსი შეესწრო (აფროამერიკელი, ცნობილი ფემინისტი). იგი ადგილზე იქნა დაკავებული. გაყალბებული სარეგისტრაციო ბარათით (ციხეს და ჯარიმას ნიკოს მეშვეობით გადარჩა).
2. 2018 წელი ე.წ "ზვერევის ინციდენტი" ჰამბურგის ტურნირზე. აქ ძალიან დიდი სკანდალი მოხდა ზვერევი-ბასილაშვილი მატჩზე. ზვერევის ყოფილი საცოლე (იმ პერიოდში მოსკოველი, რუსი მოდელი, რომელიც კონფლიქტში იყო ზვერევების ოჯახთან) ზვერევის და მისი მშობლების დაუკითხავად ბასილაშვილის მწვრთნელის და ცოლის გვერდით აღმოჩნდა. ე.წ. ბასილაშვილის ლოჟაში. (ნეკამ შეიყვანა). ამ სკანდალის ჩასაცხრობად ნიკოს ძალიან დიდი ბოდიშები და ძალისხმევა დასჭირდა (გერმანულმა პრესამ პირველ გვერდებზე გააშუქა ეს ამბავი).
3. 2021 წელი. ესპანურენოვან საიტებზე ვრცელდება შეკვეთილი ცილისწამება, თითქოს მსოფლიო ანტიკორუფციულმა სპორტულმა სააგენტომ დაიწყო გამოძიება ნიკოლოზ ბასილაშვილის წინააღმდეგ საქმის გამოძიება თამაშების ჩაწყობასთან დაკავშირებით. ამ ინფორმაციამ ძალიან დიდი რეზონანსი გამოიწვია ჩოგბურთის სამყაროში. მოგვიანებით (ერთი კვირის შემდეგ) თვითონ ანტიკორუფციულმა სააგენტომ უარყო ეს ინფორმაცია (რომელიც საქართველოდან იყო გავრცელებული). მაგრამ დიდი რეპუტაციული ზიანი მიადგა ბასილაშვილს. თუმცა აჟიოტაჟი ჩაცხრა.
4. 2022 წელი. გაზაფხული. გერმანულ პრესაში და სპორტულ საიტებზე დაიბეჭდა „მოწმეების“ მიმართვა ანტიკორუფციული სააგენტოსათვის. მოითხოვენ დაკითხვას და ჩვენების მიცემას ნიკოლოზ ბასილაშვილის ჩაწყობილ თამაშებზე („მოწმეები“ აღმოჩნდნენ ნეკა, ნეკას მეგობარი ბიზნესმენი და მისი ძმა).
5. მეორე სასამართლო პროცესი, ბასილაშვილის წინააღმდეგ, რომელიც იგივე ნეკას მეგობარმა „ბიზნესმენმა“ და მისმა ძმამ შეიტანა. მოითხოვეს 3 მილიონამდე თანხის უკან დაბრუნება, თითქოს მილიონობით დოლარი ჩადეს ნიკოს „სპორტულ წინსვლაში“, მაგრამ სასამართლო წააგეს (შეგიძლიათ დაწვრილებით წაიკითხოთ ეს საქმე, ფართოდ გაშუქდა და ინტერნეტში არის) და ბოლოს, როდესაც ნიკო ბასილაშვილის საქმე განიხილეს ეთიკურ კომისიაში (მსოფლიო ჩოგბურთის ფედერაცია), დროებით შეეჩერებინათ თამაშის უფლება ნიკოლოზ ბასილაშვილისთვის. ამის წინააღმდეგი წავიდა ნოვაკ ჯოკოვიჩი და ქალბატონი კატრინა ადამსი, ცნობილი ფემინისტი!“, - წერს ზაზა ბურდულაძე.