სურათების გადაღების მცდელობის დროს, ტურისტები ვენეციის არხში ჩაცვივდნენ

ვენეცია

სურათების გადაღების მცდელობის გამო ტურისტები ვენეციის არხში ჩაცვივდნენ.

ვენეციაში გონდოლა მას შემდეგ გადაყირავდა, რაც ტურისტებმა გონდოლიერის გაფრთხილებები არ გაითვალისწინეს. გამოცემა The Guardian-ის თქმით, ჩინელი ტურისტების ჯგუფი გონდოლით მგზავრობისას ფეხზე იდგა და ე.წ. "სელფებს" იღებდა.

გონდოლა ხიდის ქვეშ გავლისას გადაყირავდა, რასაც მგზავრების მხრიდან ერთ ადგილზე დარჩენა სჭირდებოდა. მომხდარის შესახებ ვიდეო სოციალურ მედიაში გავრცელდა:

 

 

@ienaridens69 #gondola #venice #dangerous #coldwater #venezia80 ♬ suono originale - Luca Ultra Effe

ინსტაგრამის ანგარიშის Venezia Non è Disneyland (ვენეცია დისნეილენდი არ არის) დაწერეს, რომ ტურისტების ჯგუფი უსაფრთხო ადგილზე გადაიყვანეს.
 
 

ასევე ნახეთ:

აკრძალული საახალწლო საჩუქრები, რამაც შეიძლება პრობლემები შეუქმნას ადრესატის ცხოვრებას

18-მეტრიანი ავტობუსების გარკვეული ნაწილი ჩამოსულია, დეკემბრის ბოლომდე კი ჯამში, 50 ერთეული იქნება თბილისში - კახა კალაძე