საპატრიარქო პატრიარქის მიმართვას ავრცელებს
1746803191
დღეს არის ძალიან მნიშვნელოვანი მარში ევროპის დღესთან დაკავშირებით, დარწმუნებული ვარ, დღევანდელი დღე იქნება კიდევ ერთი დემონსტრირება ქართველი ხალხის არჩევანის, რომელიც არის ევროპული, – ამის შესახებ „ერთიანობა – ნაციონალური მოძრაობის“ ლიდერმა, თინა ბოკუჩავამ განაცხადა.
მისი თქმით, საქართველო ძალიან მალე გახდება ინსტიტუციურად ევროპის ნაწილი.
„უპირველეს ყოვლისა, მინდა, ყველას მივულოცო ევროპის დღე, 9 მაისი, როდესაც დაიბადა ევროკავშირის იდეა. ეს არის დღე, როდესაც მთელი ევროპა აღნიშნავს მშვიდობას, ერთიანობას. ევროპის კავშირი არის ერთიანობა, რომელიც დაფუძნებულია მშვიდობის, კეთილდღეობის იდეაზე და მე დარწმუნებული ვარ, რომ საქართველო არა მხოლოდ ცივილიზაციურად, ისტორიულად იქნება ევროპის ნაწილი, არამედ ძალიან მალე გახდება ინსტიტუციურად ევროპის ნაწილი, ჩვენ გავერთიანდებით ევროპის კავშირში, რომელიც საქართველოს მოქალაქეებს მისცემს უამრავ შესაძლებლობას, მშვიდობას, ევროპულ კეთილდღეობას, რაც ნიშნავს ევროპულ პენსიებს, ევროპულ ჯანდაცვას, ევროპულ განათლებას, ევროპულ ინვესტიციებს და ა.შ.
სამწუხაროდ, ევროპის დღეს აღვნიშნავთ ყველაზე არაევროპული და არაეროვნული რეჟიმით, რომელსაც მიტაცებული აქვს ხელისუფლება ქართველი ხალხისგან, რომელმაც ცივი ომი გამოუცხადა ევროკავშირს, ცდილობს, ქართველ ხალხს წაართვას ისტორიული არჩევანი ევროპული მომავლის სახით, მაგრამ ღრმად ვარ დარწმუნებული, საქართველოს მოქალაქეები, რომელთა აბსოლუტური უმრავლესობა ერთიანდება ევროპული მომავლის ირგვლივ, ჩვენ საერთო ძალისხმევით ანტიევროპულ და ანტიეროვნულ ხელისუფლებას ჩამოვიშორებთ. გავაგრძელებთ ევროპულ გზას. ჩვენთვის ხელმისაწვდომი გახდება უამრავი ევროპული ინვესტიცია, რომელიც ბევრ შესაძლებლობას მისცემს ქართველ ხალხს და საქართველო გახდება ევროპის ღირსეული წევრი.
დღეს არის ძალიან მნიშვნელოვანი მარში ევროპის დღესთან დაკავშირებით. დღე, როდესაც ევროპა აღნიშნავს ევროკავშირის დაფუძნების დღეს, რომლისკენაც საქართველო მიისწრაფვის მრავალი წელია და რომლის ნაწილიც ჩვენ აუცილებლად გავხდებით. დღევანდელ მარშს აქვს შეკრების სხვადასხვა ლოკაცია, „ერთიანობა – ნაციონალური მოძრაობა“ დღევანდელ მარშს დაიწყებს რესპუბლიკის მოედნიდან და დარწმუნებული ვარ, რომ დღევანდელი დღე იქნება კიდევ ერთი დემონსტრირება ქართველი ხალხის არჩევანის, რომელიც არის ევროპული. ჩვენ ძალიან კარგად გვესმის როგორც ხალხს, როგორც საზოგადოებას, როგორც ქვეყანას, რომ ძალა ევროპაშია და ძალა ერთობაშია“, – განაცხადა თინა ბოკუჩავამ.
საპატრიარქო პატრიარქის მიმართვას ავრცელებს
1746803191