საპატრიარქო პატრიარქის მიმართვას ავრცელებს
1746803191
გაერთიანებული სამეფო რუსეთის “ჩრდილოვანი ფლოტის“ წინააღმდეგ ახალ სანქციებს აწესებს.
ქვეყნის მთავრობის განცხადებით, დღეს სასანქციო სიაში შეიტანს რუსეთის „ჩრდილოვანი ფლოტის“ 100-მდე ტანკერს.
„რუსეთის “ჩრდილოვან ფლოტს“ დღეს ყველაზე მასშტაბური სანქციები დაუწესდება, რაც გააძლიერებს ვლადიმერ პუტინზე ზეწოლას და ბრიტანული და ევროპული კრიტიკული ეროვნული ინფრასტრუქტურის დაცვას“, – ნათქვამია გაერთიანებული სამეფოს მიერ გავრცელებულ განცხადებაში.
სანქციებს პრემიერ-მინისტრი კირ სტარმერი ოსლოში გამოაცხადებს.
ბრიტანეთის მთავრობის ცნობით, აღნიშნული ტანკერები წარმოადგენს რუსეთის „ჩრდილოვანი ფლოტის“ ბირთვს და მათი საშუალებით 2024 წლის დასაწყისიდან განხორციელდა 24 მილიარდი დოლარის ღირებულების ტვირთის გადაზიდვა.
„რუსეთზე ზეწოლის გაზრდისა და უკრაინაში სამართლიანი, მდგრადი მშვიდობის მისაღწევად, ჩვენ მიერ განხორციელებული ყველა მოქმედება კიდევ ერთი ნაბიჯია დიდი ბრიტანეთის უსაფრთხოებისა და კეთილდღეობისკენ. რუსეთიდან ჩვენი ეროვნული უსაფრთხოებისთვის საფრთხე სათანადოდ უნდა შეფასდეს, ამიტომ ჩვენ ყველაფერს გავაკეთებთ, რაც ჩვენს ძალებშია, რათა გავანადგუროთ მისი ჩრდილოვანი ფლოტის ოპერაცია, შევუწყვიტოთ მის ომის მანქანას ნავთობისგან შემოსავალი და დავიცვათ წყალქვეშა ინფრასტრუქტურა, რომელზეც ჩვენი ყოველდღიური ცხოვრებაა დამოკიდებული“, – ნათქვამია კირ სტარმერის განცხადებაში, რომელსაც გაერთიანებული სამეფოს მთავრობა ავრცელებს.
საპატრიარქო პატრიარქის მიმართვას ავრცელებს
1746803191