პირველი დეკემბრიდან ახალი წესები ამოქმედდება - გაფრთხილება მძღოლებს
1732309879
16 ნოემბრიდან, 15:50-ზე „რუსთავი 2-ის“ ეთერში პოპულარული თურქული სერიალი „დაკარგული დრო“ გავა. ფილმში მთავარ როლს ერკან პეტეკაი ასრულებს, რომელიც ერთ-ერთი ყველაზე მოთხოვნადი მსახიობია.
თურქულ მედიაში წერენ, რომ მასთან მუშაობა სულ უფრო და უფრო რთული ხდება. ამბობენ, რომ ის ძალიან ჯიუტია, როდესაც ინტიმური სცენები არის გადასაღები. ამასთან, უნდა აღინიშნოს, რომ ინტიმი თურქულ ფილმში – მხოლოდ ვნებიანი კოცნას გულისხმობს. თუმცა, მასაც დაუშვებლად მიიჩნევს „ახირებული“ პეტეკაი.
„მე სასიყვარულო სცენების წინააღმდეგი ვარ. უკიდურეს შემთხვევაში, სერიალებში მაინც, რომლის საყურებლად, ტელევიზორთან მთელი ოჯახი იკრიბება, ბავშვების ჩათვლით. კინოფილმებთან, რომელიც დიდი ეკრანებისთვის იქმნება, ამ მხრივ, პრეტენზია არა მაქვს – კინოთეატრებში, უკიდურეს შემთხვევაში, ასაკობრივი ცენზი არსებობს.
აქ თურქეთია, ჩვენ მუსლიმანურ ქვეყანაში ვცხოვრობთ და მე ამ სცენებზე უარის თქმას ჩვენი წესები, რელიგია და ტრადიცია მაიძულებს. მორწმუნე ვარ და რელიგია არ მაძლევს იმის უფლებას, რომ გრძნობები ყველას სანახავად გამოვამზეო“.
პეტეკაიას ბევრი თაყვანისმცემელი ჰყავს, მაგრამ მსახიობი ცოლის და ოჯახის ერთგული არის. მომავალი მეუღლე მან მეგობრის ქორწილში გაიცნო და ერთი ნახვით შეუყვარდა.
„30 წელი ისე ვცხოვრობდი, როგორც მინდოდა. ვფიქრობ, რომ დგება მომენტი, როდესაც მარტოხელა მამაკაცი უნდა დაქორწინდეს და მამა გახდეს. რადგან ბავშვი – ყველაზე საუკეთესოა რაც შეიძლება იყოს ამ ცხოვრებაში. ბავშვის დაბადების შემდეგ, სამყარო სულ სხვა თვალით დავინახე. მივხვდი, თუ რა არის ნამდვილი სიყვარული.
ადამიანები გარკვეული დროის მანძილზე ხვდებიან და შემდეგ, ცხოვრებას ერთმანეთს უკავშირებენ. ყოველ დილით გვერდიგვერდ იღვიძებენ. რთულია ადამიანისთვის საკუთარ თავთან მარტო დარჩენა. ამავდროულად, ადვილი არ არის ერთ და იგივე ადამიანთან ხანგრძლივი წლების გატარება. მაგრამ, ეს სიხარულიც არის და მე ბედნიერი ვარ ამით“ – ამბობს მსახიობი.
პეტეკაიას 2008 წელს გადაღებულმა სერიალმა „გასული წლის გაზაფხულზე“, მას დიდი პოპულარობა და საყოველთაო აღიარება მოუტანა.
2010 წელს სერიალ „დაკარგულ დროში“ შესრულებული ალის როლისთვის მას 32 ჯილდო გადაეცა.
2015 წლის გაზაფხულზე, დაჯილდოების ცერემონიალზე, რომელიც თურქეთში ცნობილმა ტაქსის კომპანიამ გამართა, ერკან პეტეკაია სატელევიზიო სერიალების საუკეთესო მსახიობად დაასახელეს.
მსახიობმა ყველა გააოგნა - სცენაზე მანქანით შევიდა, პიჯაკი გაიხადა და დამსწრე საზოგადოებას ამ ღონისძიების პატივსაცემად პერანგზე გაკეთებული წარწერა აჩვენა.
„დაკარგული დრო“ - ფილმის სიუჟეტი
სიუჟეტი მოიცავს დროის იმ პერიოდს, რომელიც 1967 წელს სტამბოლის ერთ-ერთ ძველ უბანში დაიწყო და გრძელდება დღემდე. მთავარ როლში აკარსუს ოჯახია, რომლის ირგვლივ იშლება და ვითარდება სხვადასხვა ცხოვრებისეული ისტორია.
როდესაც მეზღვაური ალის მეუღლე უცხოელი კაროლინის სიყვარულის შესახებ შეიტყობს, ყველაფერი თავდაყირა დგება. წყვილს სამი შვილი ჰყავს. აქედან ყველაზე უმცროსი 6 წლისაა. ოჯახი ცდილობს, რომ მან ვერაფერი შეიტყოს, თუმცა, მოზარდი მოვლენებს ჩუმად აკვირდება.
ალის დედა, ჰასეფე ჰანიმი, ისტორიაში ყველაზე ხანდაზმული ადამიანია. გულწრფელი, მამაცი, გამოცდილი ქალია. ის არის საკმარისად გულწრფელი და მამაცი, რომ დაიკავოს თავისი რძლის, ჯემილეს მხარე, თვლის, რომ მისმა შვილმა შეცდომა დაუშვა.
1967 წლიდან მოყოლებული პოლიტიკურ-სოციალური მოვლენები, პროცესის ცვლილებები და გარდაქმნები მნიშვნელოვანია, რადგან ისინი შექმნის სოციალურ ნიადაგს სიუჟეტის განვითარებისთვის. ამ სოციალურ ნიადაგზე განვითარდება ზემოაღნიშნული პიროვნებების ცხოვრებისეული ისტორიები, ურთიერთობები და კონფლიქტები.
მთავარ როლებში: ერკან პეტეკაი, ვილმა ესესი, აიცა ბინგოლი, ყირდიზ კარგი აკსოი, არას ბულუტ იუნემლი, ფარა ზეინე აბფულა, მეჰმედ გურხანი, მეთე ხოროზოღლუ, მერალ ცეტინკაია, ემირ ბერკე ზინციდი იქნებიან.