Netflix-ის სერიალ „ელიტაში“ რუსი მსახიობი ითამაშებს - რა რეაქცია აქვთ უკრაინელებს

ელიტა

Netflix-ის პოპულარულ ახალგაზრდულ სერიალ „ელიტაში“ როლი რუს მსახიობს, გლებ აბროსიმოვს მიენიჭა. ამის გამო სოციალურ ქსელში ბევრი უკმაყოფილება გამოითქვა. ამის შესახებ უკრაინული მედია წერს.

სერიალის ფანები რუსეთიდან მსახიობს იცავდნენ, თუმცა ამან უკრაინელების უკმაყოფილება გამოიწვია.  რუსი ფანები კომენტარებში წერენ, რომ გლები დიდი ხანია ესპანეთში ცხოვრობს და სამშობლოსთან მხოლოდ მისი დაბადების ადგილი აკავშირებს.

„უკრაინელებო, ნუ უყურებთ სერიალს, თუ რამე არ მოგწონთ, თუმცა დარწმუნებული ვარ, რომ სეზონის დასრულების შემდეგ მაინც მოგინდებათ მისი ყურება“ - წერენ ისინი.

„უკრაინელები ისე განაწყენდნენ, თითქოს ნეტფლიქსმა პუტინს სამსახური მისცა“- წერენ კომენტარებში. 

ამის პარალელურად, უკრაინელებმა ქსელში ნამდვილი ბუნტი მოაწყვეს:

„რა გჭირს, სანამ რუსეთი უკრაინელებს კლავს, შენ გადაწყვიტე ერთი მათგანის დაქირავება?“

"როდესაც უკრაინელები იტანჯებიან რუსეთისა და ომის გამო, თქვენ გადაწყვიტეთ რუს მსახიობს. კარგი სამუშაო, საოცარი!"

"რუსი მსახიობის გამო ნამდვილად არ ვაპირებ ყურებას, სირცხვილია"

„ახლა წარმოიდგინე, როგორია, როცა რუსული რაკეტების აფეთქებით იღვიძებ, მერე ხსნი სოციალურ ქსელს და სამყარო ასე გამოიყურება:“ ოჰ, მოდით, რუსებს მივცეთ სამუშაო და დიდება და ვიფიქროთ, რომ ყველაფერი კარგადაა“.

"შეგიძლიათ წარმოიდგინოთ, რომ გერმანელმა მსახიობმა მონაწილეობა მიიღოს, მაგალითად, 1942 წლის ბრიტანულ ფილმში? მაშ, რატომ ვხედავ თქვენს სერიალში რუს მსახიობს?"- წერენ უკრაინელები.

ცნობისთვის, „ელიტა“ ესპანური სერიალია, რომელიც უკვე მეშვიდე სეზონს იღებს. სწორედ ამ სეზონშია დაანონსებული, რომ მასში მონაწილეობას რუსი  გლებ აბროსიმოვი მიიღებს.