როდის გაგრძელდება „ჩემი ცოლის დაქალები“ - ლევან ყოჩიაშვილი სერიალსა და პირადზე

chemi colis daqalebi

"ჩემი ცოლის დაქალების" გაგრძელებაზე ჯერ სიახლე არ არის. სპონსორის მოძიება გრძელდება. მსახიობებიც, მაყურებლების მსგავსად, მოლოდინში არიან, ყველას ძალიან ენატრება სერიალის თამაში.

ლევან ყოჩიაშვილის ხმა, ჯერჯერობით, მხოლოდ გვესმის. მსახიობი "ფორმულაზე" გადაცემების ანონსებსა და პრომოებს ახმოვანებს.

როგორც ის "პრაიმტაიმთან" ამბობს, მთელი სხეულით ისე აქვს დათო გოცირიძე დამახსოვრებული, რომ ერთი სული აქვს, როდის ითამაშებს თავის გმირს ისევ.

ლევან ყოჩიაშვილი: "ჩემი ცოლის დაქალები" გაჩერებულია, დამთავრებული არ არის. ჯერ არაფერს ამბობენ, როდის გაგრძელდება, არ ვიცით. ვერაფერს გეტყვით.

ჩვენც მოგვენატრა. ამდენი წელია უკვე ვთამაშობთ, ტვინმა, სხეულმა, ყველაფერმა დაიმახსოვრა. გვინდა, რომ გაგრძელდეს.

- ჩვენც ველოდებით. ლევან, ქალიშვილის ფოტოებს ხშირად აქვეყნებთ და წერთ, კესო, ვამაყობ შენითო. მოგვიყევით საამაყო კესოს შესახებ.

- სკოლა ოქროს მედალზე დაამთავრა. შემდეგ ჯიპაში საერთაშორისო სამართლის ფაკულტეტზე ისწავლა. მაგისტრატურაზე, ერთი სემესტრი პოლონეთში, საუნივერსიტეტო ქალაქ ვროცლავში ისწავლა. იქ დაამთავრა სწავლა.

ჭკვიანი და მშრომელი გოგოა. ბევრი რამ არც გაგვიგია, თვითონ მიიკვლევს თავის გზას. გეგმაში საჯარო სამსახური აქვს. ვნახოთ.