დააკვირდით ამ ციფრებს - რას ნიშნავს თქვენს პასპორტში მითითებული პირადი ნომერი
1732311895
გოგოლა კალანდაძესა და თეა დარჩიას შორის გულახდილი საუბარი „ტვ პირველის“ ეთერში შედგა.
დარჩიამ პირადი ცხოვრების შესახებ ისაუბრა და აღნიშნა, რომ მისი პირველი სიყვარული გოგოლა კალანდაძის მეუღლე იყო.
„პირველი სიყვარული იყო სკოლაში და სხვათა შორის ეს იყო ირაკლი ფერაძე.
შენი ქმარი იყო ჩემი პირველი სიყვარული.
მე-4 კლასში ვარ და მზია გვილავამ შემოგვიყვანა ბიჭი, რომელიც ისეთი ლამაზი იყო, რომ ჰგავდა გოგოს.
შენი დედამთილი, ცისანა, პატარა. პატარა ბიჭი ბრიჯებში, თეთრი პერანგით და გრძელი თმებით.
24 საათი ერთად ვიყავით…მე-4 კლასიდან მე-8 კლასამდე.
და მე-8 კლასში ძალიან გამამწარეს კლასელებმა, დაბადების დღეს ვიხდიდი და არცერთი კლასელი არ მოვიდა დაბადების დღეზე…მე ანსამბლის სახე ვიყავი, პირველი ექსპერიმენტალური სკოლის ოქროს მედალოსანი, სკოლაში რომ შედიოდი ჩემი დიდი ფოტო ეკიდა, ჯეირანის კოსტიუმში გადაღებული…
რაღაცნაირად, ბავშვები ხომ იცი…გავბრაზდი, მეწყინა და იმ დღიდან იმ კლასში აღარ შევსულვარ, გადავედი სხვა კლასში. შენი ქმარი ნაცემი მყავს“, - ამბობს თეა დარჩია.