,,შემოგვითვალეს, თუ ჩამოხვალთ, სახლს დავცლითო..." - დათო ევგენიძე გულის ამაჩუყებელ ისტორიას გვიყვება

dato

როგორც იცით, დათო ევგენიძემ თურქეთში ღვიძლის ტრანსპლანტაცია გაიკეთა. მისი დონორი მომღერალი გიორგი მახარაშვილია. აწ უკვე ღვიძლ ძმებს, რთული ოპერაციის დროს, მთელი საქართველო გულშემატკივრობდა. დათო რეაბილიტაციის კურსს გადის. პოეტი და მუსიკოსი, ფეისბუქზე, საყვარელ მეუღლეზე უთბილეს სიტყვებს წერს.

დათო ევგენიძე: მინდა გითხრათ ყველაზე მნიშვნელოვანი რა არის. ეს ჩემი ნინოა, რომელმაც მაჩუქა ის სიცოცხლე და სიყვარული, რის გამოც დღეს ცოცხალი ვარ. სწორედ ამიტომ ხდებოდა სასწაულები, რამაც გადამარჩინა. ნინო უფალმა გამომიგზავნა და ჩემი ანგელოზია.

მე გადავრჩი იმისთვის, რომ შენ მყავდე ბედნიერი.

მიყვარხარ, ნინო.

მაპატიე, თუ ოდესმე გაწყენინე. შენი დათო.

ნინ, ისიც მინდა იცოდე, რომ მე უფალმა დამტოვა იმისთვისაც, რომ შენ დაგაბრუნო სოხუმში.

დიდება უფალს.

ნინო ჟვანიასა და დათო ევგენიძეს 18-წლიანი ოჯახური თანაცხოვრება აერთიანებთ. 17 წლით უმცროსი ნინო სულ არსებობდა მუსიკოსის ცხოვრებაში; შორიდან უყურებდა, ყოველთვის საქმის კურსში იყო, რა ხდებოდა სასურველი ქალის ცხოვრებაში. ამასობაში ორივემ იქორწინეს. ოჯახებიც დაენგრათ... და ერთხელაც, დათომ ძალა მოიკრიბა და... თაბაშირიანი ხელით, ხელი სთხოვა ნინას. მეორე დღეს უკვე მოსკოვში იყვნენ...

აი, რა უთხრა შარშან დათომ ნინას დაბადების დღეზე "პრაიმტაიმს".

დათო ევგენიძე: სოხუმში უნდა დავაბრუნო. როცა ჩავალთ, პირველი მივდივართ მის სახლში, რომელიც ძალიან ენატრება.

ნინოს სახლში ახლა აფხაზები ცხოვრობენ. ნორმალური ხალხია. შემოგვითვალეს, თუ ჩამოხვალთ, სახლს დავცლითო. იმ ხალხის მადლობელი ვარ.

ნინოს ბებია და ბაბუა აფხაზეთის ომის დროს დახვრიტეს. მათ სოხუმში იმხელა ღვაწლი ჰქონდათ, როგორც ქართველი, ისე აფხაზი მოსახლეობისთვის, რომ ბაბუამ ჩათვალა, რომ არ შეეხებოდნენ. მაგრამ სამწუხაროდ, არ დაინდეს. ნინოს სკოლაში ჰყავდა შეყვარებული, აფხაზი ბიჭი. ბებია და ბაბუა იმ აფხაზმა ბიჭმა დაუსაფლავა...

სოხუმიდან რომ წამოვიდა 14 წლის იყო.

მახარებს და იმედს მაძლევს ის, რომ ბევრი კეთილგანწყობილი აფხაზი ცხოვრობს აფხაზეთში, რომელთა უკმაყოფილება იზრდება და იზრდება იმ რეალობის მიმართ, რომელშიც ცხოვრობენ.

აფხაზეთი სამოთხეა და პირველი, რაც ქართველმა ერმა უნდა გააკეთოს, უნდა დაიბრუნოს აფხაზეთი, აფხაზებს კი თავიანთი საქართველო დაუბრუნოს.

რატომღაც მგონია, რომ ეს უკვე ახლოსაა. ადრე ვფიქრობდი, რომ ამისთვის ათწლეულები იყო საჭირო. ახლა მგონია, რომ ეს რამდენიმე წელიწადში მოხდება. არ ვიცი, რატომ, მაგრამ ასე მგონია. 

მერე უკვე სოხუმის ხშირი სტუმრები ვიქნებით. უფრო სწორად მე ვიქნები ნინოს ხშირი სტუმარი მის საკუთარ სახლში.

ჩემი ვალია, ნინო სოხუმში ჩავიყვანო...

 

ასევე დაგაინტერესებთ: "ბევრს ჩემი გამოგონების არ სჯერა. არადა, ეს კაცობრიობის მომავალია..." - 88 წლის ქართველ გამომგონებელს ილონ მასკთან შეხვედრა სურს

"მომწონდა სოფი ლორენსა და ბრიჯიტ ბარდოზე მეტად. რუსუდანი მათ ჯობდა..." - რუსუდან კიკნაძეზე შორიდან შეყვარებული ქართველი პოლიტიკოსის აღიარება

"მედეას ყელსაბამს თილისმასავით ვუფრთხილდები. ეს ისეთი რელიქვიაა, ჩემ ყელზე მის გაკეთებას როგორ გავბედავ..." - ქალი, რომელსაც მედეა ჩახავა გასტროლებიდან წერილებს წერდა