პირველი დეკემბრიდან ახალი წესები ამოქმედდება - გაფრთხილება მძღოლებს
1732309879
რუსეთში მცხოვრები ბიზნესმენის, ირაკლი კუტალაძისა და ნინი ბადურაშვილის სკანდალურმა დაშორებამ უამრავი მითქმა-მოთქმა გამოიწვია, ამას კი საზოგადოებაში რამდენიმე წლის განმავლობაში აქტიურად განიხილავდნენ.
ეს თემა წლების აქტუალობას წლების შემდეგაც არ კარგავს. მომღერალმა ეკა კახიანმა ყოფილი სიძისა და შვილის ურთიერთობა გაიხსენა და დასძინა, რომ ბრალდებაა, როცა წყვილის დაშორებაში მას ადანაშაულებენ.
„სულ მიკვირს, რამდენი ლამაზი, ნიჭიერი გოგოა ამ ქალაქში... ნინის გარშემო რატომ არის ასეთი გაცხოველებული ინტერესი. ბავშვი რაც გამოჩნდა, ყველაფერი ძალიან საინტერესო იყო - იბეჭდებოდა და განხილვის თემა იყო: „სად წავიდა“, „ნინი სასურველი სარძლო“, „ნეტა ვის გაჰყვება“... ეს თემა იყო ისეთი აქტუალური, ვფიქრობდი, ღმერთო ჩემო, რატომ ნინი?! საზოგადოებამ და თბილისმა იცის ამოჩემება.
ნინი და მე ისეთი შეწუხებულები ვიყავით, როდის გათხოვდება? ვის გაჰყვება? ნინი ამბობდა, ბოლოს ისე გადამიყვანენ ჭკუიდან, ვის გავყვები, არ ვიციო. მართლაც ასე მოხდა, გათხოვდა.
ნინის არც გათხოვება უკითხავს ჩვენთვის, თავისით გადაწყვიტა. სხვა ყველა ურთიერთობა ვიცოდით, ისეთი ტიპია, არ მალავს. მაგრამ ეს უცებ... სად გაიცნო ეს ბიჭი... მოვიდა და გვითხრა, უნდა გავთხოვდეო. ვეუბნები, ვინ არის, რა ჰქვია, რა გვარია, შეგვახედე, გაგვაცანი მეთქი. არა, ასე გადავწყვიტეო. მე იმის საშუალებაც არ მქონდა რომ მეთქვა, ან კარგია, ან ცუდია, არ ვიცნობდი.
ნინის სხვა ურთიერთობებში ჩავრეულვარ, როცა მინახავს, რომ იყო ძალიან ცუდად, განცდებში, ძალიან უბედური. ჰქონია ეს მომენტი.
შემიძლია დავიფიცო, რომ ნინის და ირაკლის დაშორებაში წვლილი არ მიმიძღვის.“ - გაიხსენა ეკა კახიანმა „სთორიში“.