პირველი დეკემბრიდან ახალი წესები ამოქმედდება - გაფრთხილება მძღოლებს
1732309879
მომღერალი და მსახიობი ეკა კახიანი საკუთარ ოჯახში დატრიალებულ ტრაგედიას იხსენებს, რა დროსაც 12 წლის ძმა მძიმე დიაგნოზის შედეგად გარდაეცვალა.
„ჩემს ცხოვრებაში დიდი ტრაგედია იყო, ჩემი ძმის გარდაცვალება. ვფიქრობ, ამან ჩემს ხასიათზე ძალიან იმოქმედა.
4 წლის უმცროსი ძმა მყავდა. ახლა ვფიქრობ, რომ გაზრდილიყო, საოცარი, კარგი კაცი იქნებოდა. ჩემი ოჯახის და ჩემი მფარველი ანგელოზია.
12 წლის იყო, როდესაც ეს დიაგნოზი აღმოაჩნდა. წყნეთში ვისვენებდით, ზაფხული იყო. სიცოცხლით სავსე, ლაღი, ჯანმრთელი ბავშვი იყო. უცებ დასუსტდა, ფერი დაკარგა, ლოგინში დაწვა და ვეღარ დგებოდა. გვითხრეს, სისხლის ანალიზი აიღეთო. პირველივე ანალიზის პასუხზე იმედას უთხრეს, რომ აქედან გამოსავალი არ არსებობსო. პირდაპირ უთხრეს, თვე-ნახევარს თუ შეძლებსო. მაშინ ძვლის ტვინის გადანერგვა არ არსებობდა. იშვიათად იყო ტრაგედიები და გარდაცვალებები. ახლა ჩვენ მივეჩვიეთ ახალგაზრდების გარდაცვალებას თორემ, მაშინ მთელი საქართველო ფეხზე იდგა და ჩვენ გვერდით იყო... საზღვარგარეთ თუ აქ ყველა გვეხმარებოდა, მაგრამ არ გამოვიდა...
მამას დაბადების დღეზე უთხრა, ჩვენ წავაგეთ თუ რას აკეთებ, ადექი, დაუძახე შენს ძმაკაცებს, გაშალე სუფრა და გავაკეთოთ ისე, როგორც უნდა იყოსო... თვითონ ვერ დგებოდა, მაგრამ იმედამ გააკეთა ისე, როგორც ლადოს უნდოდა და ეს იყო მისი ბოლო დაბადების დღე ლადოსთან ერთად.“ - გაიხსენა ეკა კახიანმა „სთორიში“.