სამეფო ოჯახი და მათი ჩაცმულობა - მათ წლების განმავლობაში მოდის არაერთი სტილი შექმნეს

სამეფო ოჯახი

ბრიტანეთის სამეფო ოჯახის წევრები საკმაოდ მკაცრად იცავენ სამეფო ეტიკეტს, მათ წლების განმავლობაში მოდის არაერთი სტილი შექმნეს.

 სამეფო ოჯახში, ქალბატონების ზოგიერთ ტანისამოსი სარჩულით არის შეკერილი, ვინაიდან მათ არ აქვთ უფლება უჩანდეთ, თუ რა აცვიათ ტანისამოსის შიგნით. 

ამ ფოტოზე ქეით მიდლტონია, რომელიც სამეფო ასკოტის რბოლას ესწრება, მის ცისფერ მაქმანებიან კაბას თუ დავაკვირდებით, ვერ შევამჩნევთ აცვია თუ არა ბიუსტჰალტერი. 

 

 დედოფალი ელისაბედ II-ის ჩაცმის სტილს თუ დავაკვირდებით შევამჩნევთ გასაოცარ ფერთა შეხამებას.

 ასევე განსაკუთრებული სტილით გამოირჩევა მეგან მარკლი, თუ მას თვალზე დავაკვირდებით შევამჩნევთ, რომ ის იყენებს ე.წ „ჰაილაითერს"

 

 რაც შეეხება სამეფო ოჯახის გარდაცვლილ წევრს, პრინცესა დიანას, ის უახლეს ისტორიაში სამეფო ოჯახის ყველაზე ელეგანტური წევრია, რომელმაც არაერთი მოდური ტენდენცია დაარღვია და ახალი ჩამოაყალიბა. მის სტილს დღესაც აქტიურად იყენებენ ცნობილი სახეები. 

პრინცესა დიანა ცნობილი იყო იმითაც, რომ ის ჩანთებით ოსტატურად მალავდა დეკოლტეს. მას ჩანთა ხშირად ეჭირა ხელში განსაკუთრებით მაშინ, როდესაც მანქანიდან გადმოდიოდა. 

 აღსანიშნავია ის ფაქტი, რომ სამეფო ოჯახის წევრების პროტოკოლის მიხედვით დაკრძალვისას მხოლოდ შავი ფერის სამოსი უნდა ეცვათ. 

როდესაც ელისაბედ II-ის მამა გარდაიცვალა, ის იმყოფებოდა კენიაში და არ მისცეს თვითმფრინავის დატოვების უფლება მანამ, სანამ ვინმე არ მისცემდა შავი ფერის ტანსაცმელს. 

 უდავოა, რომ დედოფალ ელისაბედს ოჯახში ყველაზე კლასიკური სტილი აქვს. რა თქმა უნდა, მას შეიძლება უყვარდეს თამამი ფერი, მაგრამ მისი აქსესუარები ყოველთვის პრიმიტიული და სათანადოა. მაგალითად, მონარქს ხშირად აცვია თეთრი ან შავი ხელთათმანი.

ასევე დედოფალი ელისაბედი აქტიურად იყენებს ტუჩსაცხს და ამის ამსახველი არაერთი ფოტო არსებობს, როგორც ჩანს ტუჩსაცხი დედოფლის ერთ-ერთი საყვარელი პროდუქტია. 

სამეფო პროტოკოლის თანახმად, სამეფო ოჯახის წევრებმა უნდა ატარონ კოლჰოტი. თუმცა, კოლჰოტის ტარების დროს მათ ფეხსაცმელში ფეხი უსრიალებთ, რის გამოც ისინი ფეხსაცმელს სილიკონის ბალიშებს აკრავენ. სილიკონი ეწებება ფეხსაცმლის შიდა ნაწილს და კოლჰოტი აღარ სრიალებს. 

წყარო: thefashionball.com