1 დეკემბრიდან მძღოლებისთვის ახალი წესები ამოქმედდება
1732391558
ბრიტანეთის სამეფო ოჯახი მუდმივად ყურადღების ცენტრშია. საზოგადოებას აინტერესებს ყველაფერი, რაც მათ ცხოვრებაში ხდება.
ოჯახის თითოეულ წევრს უამრავი წესის დაცვა უწევს, რომელთაგან ბევრი საკმაოდ უცნაურიც კია.
დედოფალს თავისი სისხლი მუდამ თან დააქვს
რაც არ უნდა გასაკვირი იყოს, დედოფალ ელისაბედ მეორეს თავისი სისხლი ყველგან თან დააქვს, სადაც მიდის. ეს იმისთვის, რომ თუ მას სისხლის გადასხმა დასჭირდება, დედოფლის ექიმები ყველანაირად მზად იყვნენ.
სამეფო ოჯახის სუფრაზე ხახვი არასდროსაა
დედოფალ ელისაბედს არ უყვარს ხახვის სუნი და მისი გემო, ამიტომ მისი ჭამა ოჯახის ყველა წევრს ეკრძალება და შესაბამისად, სამეფო სუფრაზე ამ ბოსტნეულს ვერასდროს შეხვდებით.
სამეფო ოჯახის წევრ არცერთ მამაკაცს გვარი არ აქვს
თუ დააკვირდებით, შეამჩნევთ, რომ საზოგადოება პრინც ჰარის, პრინც ჩარლზს, პრინც უილიამს მხოლოდ სახელებით ან იმ წოდებებით იცნობს, რომლებიც მათ ეკუთვნით. 1917 წელს მიღებული კანონის მიხედვით სამეფო ოჯახის მამაკაცებს გვარი არ უნდა ჰქონდეთ და მათ მხოლოდ წოდებების მიხედვით უნდა იხსენიებდნენ.
დედოფლის ჩანთა
დედოფლის ჩანთის შეხება სამეფო ოჯახის აბსოლუტურად ყველა წევრს ეკრძალება. ელისაბედ მეორე აღნიშნულ აქსესუარს სოციალური სიგნალების გადასაცემად იყენებს.
როცა მონარქი ჩანთას მაგიდაზე დებს, ამით გამოხატავს სურვილს, ხუთ წუთში დატოვოს თავყრილობა, რომელზეც იმყოფება.