1746733863
სააკაშვილის ფსიქიკა, მელიას ინტელექტი, გუბაზის პრინციპულობა - როგორი იქნებოდა საუკეთესო ოპოზიციონერი ირაკლი კობახიძისთვის

როგორი იქნებოდა საუკეთესო ოპოზიციონერი ირაკლი კობახიძისთვის.
ეს კითხვა „ქართული ოცნების“ თავმჯდომარეს, „ab hoc-ის“ წამყვანმა ბაბი კირკიტაძემ დაუსვა.
„საუკეთესო ოპოზიციონერის მოდელი, ჩვენი არსებული ოპოზიციონერი წევრების საუკეთესო ნიშან-თვისებებით როგორი გამოვა“- ჰკითხა წამყვანმა კობახიძეს.
„სააკაშვილის ფსიქიკა - გაწონასწორებული უნდა იყოს პოლიტიკოსი, მელიას ინტელექტი, გუბაზის პრინციპულობა, და სალომე სამადაშვილს კაი გამარჯობა ... 5 წელია არ გვესალმება, იმედია დავიმსახურებთ მეექვსე წლის განმავლობაში“, - უპასუხა კობახიძემ წამყვანს.