როცა შენი ცნობილი ჰიტის მოსმენა შვილებსაც აღარ სურთ - მერაია ქერი სახალისო ვიდეოს აქვეყნებს

მერაია ქერი

მერაია ქერის მთელი მსოფლიო მისი საახალწლო ჰიტით, All I Want For Christmas Is You, იცნობს. მომღერალი უკვე წლებია, ყოველ ახალ წელს, ამ სიმღერით გვახსენებს თავს, თუმცა, როგორც აღმოჩნდა, საზოგადოების ნაწილის მსგავსად, ჰიტი მის შვილებსაც მობეზრდათ.

მერაია ქერიმ სოციალურ ქსელში სახალისო ვიდეო გამოაქვეყნა, რომელშიც ჩანს, როგორ სთხოვენ ტყუპები დედას, სიმღერა ამ ახალ წელს მაინც არ იმღეროს.

 

 
 
 
 
 
View this post on Instagram
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 

A post shared by Mariah Carey (@mariahcarey)

All I Want for Christmas is Youმერაია ქერის ერთ-ერთი ყველაზე წარმატებული სიმღერაა, რომელმაც მუსიკოსს $60 მილიონზე მეტი შემოსავალი მოუტანა. კომპოზიცია პირველი საშობაო ტრეკი გახდა, რომელსაც ამერიკის ხმის ჩამწერი კომპანიების ასოციაციამ (RIAA) ბრილიანტის სტატუსი მიანიჭა