დააკვირდით ამ ციფრებს - რას ნიშნავს თქვენს პასპორტში მითითებული პირადი ნომერი
1732311895
მას შემდეგ, რაც სალომე კაპანაძე და კახი მახარაძე (წუპაკა) ერთმანეთს დაშორდნენ, საზოგადოების გარკვეულ ნაწილში საუბარი არ წყდება. დიდი ინტერესი გამოიწვია სალომეს სატელევიზიო ინტერვიუმ იმ დროს, როცა მოპასუხე მხარე დუმდა.
ამჯერად, წუპაკამ დუმილი დაარღვია და ზიპCast-ში ყველა იმ საკითხზე ისაუბრა, რომელიც „პრაიმ ჰაუსის“ ყოფილმა მონაწილემ მის საწინააღმდეგოდ გააჟღერა.
როგორც ირკვევა, სალიმ ყოფილ საქმროს უჩივლა და მასთან მიახლოება აუკრძალა.
„მანქანასთან ვიყავი, როცა მოვიდნენ, პოლიციიდან ვართო. ფურცელი გადმომცეს, რომ ჩემი და ჩემი მანქანის გაჩხრეკვის უფლება ჰქონდათ. დეტალურად არ მახსოვს, რადგან სტრესული იყო. დავდე ტელეფონი, გასაღები... ტელეფონი აიღეს, ექსპერტიზაზე უნდა წავიღოთო. 9 ნოემბერს სალომე კაპანაძემ პოლიციაში ზარი განახორციელა საჩივართან დაკავშირებით, რაღაც 157-ე მუხლის პირველი პრიმა ნაწილით, რომელიც შეიცავს 4-დან 7-წლამდე თავისუფლების აღკვეთასო, მაგედან აღარაფერი მახსოვს.
განჩინებაში ისეთი სახელი და გვარები წავიკითხე, ვინც საქმის მოწმე იყო... ისეთები იყვნენ მოწმედ მოყვანილები, ვისთანაც ერთად მეძინა, ვჭამდით, ვსვამდით, იმდენი გაჭირვება გვაქვს ერთად გამოვლილი... მართლა არაფერი ვიცი, რა და როგორ იქნება.
ახლა უფლება არ მაქვს, რომ სალის დავურეკო, მივწერო, ვნახო. რომც მივწერო, შეიძლება დამიჭირონ.“- თქვა კახი მახარაძემ.