„ეს არის ბოროტული გეგმის ნაწილი... - სალომე კაპანაძე წუპაკასთან დაშორების მიზეზზე ალაპარაკდა

სალომე კაპანაძე

ცოტა ხნის წინ, ცნობილი გახდა, რომ წუპაკა და სალომე კაპანაძე დაშორდნენ. „პრაიმ ჰაუსის“ პირველი სეზონის მონაწილისა და კახი მახარაძის დაშორებამ გამომწერებში დიდი მითქმა-მოთქმა გამოიწვია.

სალომე წინა სეზონის ერთ-ერთი გამორჩეული მონაწილე იყო, რომელიც მანამდე, სოციალურ ქსელებში საკმაოდ დიდი პოპულარობით სარგებლობდა. ჯერ კიდევ პროექტში შესვლის პირველივე დღეს, კახი მახარაძე ამბობდა, რომ სალომეს გარეშე მისთვის ჯოჯოხეთი იყო..."

სწორედ პროექტში ყოფნის დროს სთხოვა მან სალომეს ხელი.

დიდი მითქმა-მოთქმა გამოიწვია კახი მახარაძის ინსტაგრამ სთორებმა, სადაც ის ირიბად შეურაცხმყოფელ ფრაზებს წერდა. გარდა ამისა, ამბობენ, რომ წყვილს შორის დავა სასამართლომდე მიდის.

კახი დეტალებზე არ საუბრობს, ამბობს, რომ ამ ეტაპზე კომენტარის გაკეთება არ სურს. „პრაიმტაიმი“ სალი კაპანაძესაც ესაუბრა.

„პირად ცხოვრებაში რაღაცები რომ ხდება, სკანდალი არ არის. ჩემი პირადი ცხოვრებაა, მართლაც დავშორდით, მაგრამ ამაზე საუბარს, რა თქმა უნდა, არ ვაპირებ. რაღაც სქრინებს მიყრიან, მაგრამ ამ ყველაფრით არ ვინტერესდები. თუ რამე შეურაცხმყოფელი იწერება ჩემზე, ეს ჩემი შეურაცხყოფა ნამდვილად არაა.

ახლა ნამდვილად არ ვარ ურთიერთობაში, დავშორდით, დავასრულეთ. ჩემზე რაც წავიკითხე და ყური მოვკარი, ყველაფერი ცრუ ინფორმაციაა. სიმართლეს არაფერი შეესაბამება, ეს არის ბოროტული გეგმის ნაწილი. რაც შეეხება სასამართლოს, ჩვენ გასაყოფი არაფერი გვაქვს. ამ შემთხვევაში, სასამართლო არაფერ შუაშია.“ - ამბობს სალი კაპანაძე.