1727944755
„როგორ ვარ?“ - რას პასუხობს სალომე კაპანაძე გამომწერებს
„პრაიმ ჰაუსის“ პირველი სეზონის მონაწილის, სალომე კაპანაძისა და ბლოგერ კახი მახარაძის, იგივე წუპაკას დაშორებამ დიდი აჟიოტაჟი გამოიწვია. ამას ხელი შეუწყო იმანაც, რომ ორივე მხარემ ინტიმური დეტალები გაასაჯაროვა, რამაც მათ მიმართ ინტერესი ერთი ორად გაზარდა.
შესაბამისად, ამ თემის ირგვლივ, ამ დრომდე არ იკლებს სალომეს გამომწერების ყურადღება. კითხვაზე, როგორ ხარ? სალომე ასე პასუხობს:
„ძალიან კარგი კითხვაა, ხშირ შემთხვევაში, ეს კითხვა მაკლია ხოლმე ძალიან ახლობელი ადამიანებისგანაც კი. ცოტა გაბანალურდა „როგორ ხარ-ს“ კითხვა, საუბრის დაწყების თემა უფროა და პასუხი დიდად არავის აინტერესებს.
როგორ ვარ და უკეთესად, იმაზე კარგად, ვიდრე ვიყავი. უფრო კარგად ვიქნები ძალიან მალე.“ - ამბობს სალომე.