1731009381
როგორ შეიქმნა სუნამო Chanel No. 5
დღეს სუნამო Chanel No. 5 ერთ-ერთი ყველაზე გაყიდვადი პარფიუმია.
კოკო შანელს ღრმად სჯეროდა, რომ „ქალს, რომელიც სუნამოს არ იყენებდა, მომავალი არ ჰქონდა".. სწორედ ამიტომ მან შეუცვლელი სუნამოს შექმნა გადაწყვიტა. მის შესაქმნელად ის პარფიუმის ექსპერტს ერნესტ ბეაუქსს შეხვდა.. კოკოს სურდა სუნამოს ზუსტად ისეთი სურნელი. ჰქონოდა, რომელიც მის სტილსა და პიროვნებას ზუსტად გამოხატავდა.
სასურველი შედეგის მისაღებად, პარფიუმერმა ერთმანეთს 80 განსხვავებული ინგრედიენტი შეურია და პარფიუმერიის ისტორიაში ყველაზე აბსტრაქტული, ამოუცნობი და ნოვატორული არომატი შექმნა
ალბათ არაერთხელ გაგჩენიათ კითხვა რატომ ნომერი 5 ? ერთ-ერთი ვერსიის მიხედვით, დიზაინერს ბეაუქსის მიერ წარდგენილი ნიმუშებიდან სწორედ მეხუთე ნომერი მოეწონა.. თუმცა, არსებობს სხვა ვერსიაც, რომლის მიხედვითაც ერთხელ კოკოს ნუმეროლოგმა უთხრა, რომ მისი იღბლიანი რიცხვი სწორედ 5 იყო.
ასევე ნახეთ:
„ნაყოფი მუცელში ოთხად იყო მოკეცილი...“ - ამბავი გოგოსი, რომელიც ქვეყანას სასწაულებრივად მოევლინა