1775159088
„რამდენიმე დღის წინ ქორწილი ჰქონდა...“ - მარნეულში მომხდარი მკვლელობის ახალი დეტალები
მარნეულში დღეს მოკლული ბიჭი 20 წლის უმიდ ბაირამოვია.
ახალგაზრდა კაცს ჭრილობები ყელის არეში მიაყენეს. ბიჭი კლინიკაში გადაიყვანეს, თუმცა მისი გადარჩენა ვერ მოხერხდა.
არსებული ინფორმაციით, ის რამდენიმე დღის წინ დაქორწინდა.
როგორც „პრაიმტაიმს“ შინაგან საქმეთა სამინისტროში უთხრეს, მომხდარზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 108-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც განზრახ მკვლელობას გულისხმობს.












