როგორ მიულოცა გიორგი ქოჩორაშვილს ბრაზილიელმა შეყვარებულმა დაბადების დღე

ქოჩო

ეროვნული ნაკრების ცენტრალური ნახევარმცველი, გიორგი ქოჩორაშვილი იუბილარია - ის 25 წლის გახდა. უამრავი პოსტიდან, ერთ-ერთი მის ბრაზილიელ შეყვარებულს ეკუთვნის, რომელმაც დაბადების დღე სოციალურ ქსელში მიულოცა.

„გილოცავ, ჩემო სიცოცხლე. შენ იმსახურებ ყველაფერ საუკეთესოს ამ ქვეყნად, მიყვახარ, - დაწერა სანდრა მენდოსამ.

სანდრა გიორგის ყველა თამაშის დროს გულშემატკივრობს და ამხნევებს.

როგორც მისი სოციალური ქსელებიდან ირკვევა, იგი ბორტგამცილებელია და ამიტომაც ხშირად მოგზაურობს.

წყვილმა ერთმანეთი ვალენსიაში გაიცნო.