სხეულის ნაწილები 3 სხვადასხვა ადგილას იყო მიმოფანტული - აშშ-ში კაცი ოთახის მეგობრის მკვლელობისთვის დააკავეს

სახლი

პენსილვანიელი მამაკაცი მისი ოთახის მეგობრის მკვლელობის გამო დააკავეს. მამაკაცის სხეული დანაწევრებული და მიმოფანტული იყო სხვადასხვა ადგილას.

პოლიციის ცნობით, მამაკაცის ერთი ნაწილი ნაგვის ურნებთან იპოვეს, სხვა დანარჩენი კი სასაფლაოსთან.

პოლიცია 37 წლის ჰატინგერის ძებნა მას შემდეგ დაიწყო, რაც მისმა მეგობარმა შტატის პოლიციას დაურეკა და მისი დაკარგვის შესახებ აცნობა.

გარკვეული ჩხრეკის შემდეგ, კვალმა გამომძიებლები ჰიტნგერის ოთახის მეგობართან, მოზერისთან მიიყვანა, სადაც მსხვერპლი ახალი გადასული იყო.

ოფიციალური ჩხრეკის შედეგად, პოლიციამ აღმოაჩინა მტკიცებულებები, მათ შორის მამაკაცის თმა და დიდი რაოდენობით სისხლი.

მტკიცებულებები „მოიცავდა ხერხს, ყუთს, სისხლს. მათ შორის სისხლიან ტანსაცმელს“, იტყობინება CBS News.

მოზერი დააკავეს და ბრალი წაუყენეს დანაშაულებრივ მკვლელობაში.

პოლიციაში ყოფნისას მან, სავარაუდოდ, აღიარა, რომ მოკლა ჰიტინჯერი. როგორც მოზერიმ განაცახადა, მან ოთახის მეგობარს ჯერ თავში ჩაქუჩი ჩაარტყა, შემდეგ კი დაახრჩო.

პოლიციას დანაშაულის მოტივებზე ჯერ არ უსაუბრია.