როგორ მიმართა გოგა ჯაბაურმა გულშემატკივრებს „პრაიმ ჰაუსიდან“ წამოსვლის შემდეგ

გოგა ჯაბაური

„პრაიმ ჰაუსიდან“ წამოსვლის შემდეგ გოგა ჯაბაურმა გულშემატკივრებს მადლობა გადაუხადა და მიმართა. 

„ერთი სიტყვით, ყველანი უზომოდ მიყვარხართ ვინც გვერდით მედექით მთელი ამ პერიოდის განმავლობაში. ყველა ემიგრანტს უდიდესი მადლობა, ვიცი, ბოლომდე მგულშემატკივრობდით. ჩვენ ეს ბრძოლა მოვიგეთ, არ წაგვიგია. სიმართლით თავაწეულები წამოვედით. აღარ უნდათ, რომ იქ ვიყო. რას ვიზამთ, ვერ მოგვიშორებენ. არ ინერვიულოთ, ყველაფერი ისე იქნება, როგორც გვეკუთვნის.

მე კიდევ დავუბრუნდი ჩემს ძველ ცხოვრებას. განახვებთ, როგორია გოგლიკა და ნახავთ, რომ გოგლიკა არ თამაშობდა, არავითარ შემთხვევაში“ - თქვა გოგა ჯაბაურმა.