როგორი მამაა გოგა ჯაბაური და რას ამბობს ყოფილ ცოლებზე

გოგა ჯაბაური

„პრაიმ ჰაუსის“ მეორე სეზონის დაანონსების შემდეგ მონაწილეების მიმართ საზოგადოების ინტერესი დიდია. გარდა პროექტისა, აინტერესებთ მათი პირადი ცხოვრება, საქმიანობა და ა.შ. 

ერთ-ერთ ყველაზე რეიტინგული მონაწილე გოგა ჯაბაურია. მის მიმართ ინტერესი მას შემდეგ უფრო გაიზარდა, რაც საზოგადოებამ შეიტყო, რომ 4 ცოლი ჰყავდა და მილიონი იშოვა.

„პრაიმტაიმი“ გოგას „პრაიმ ჰაუსში“ ესტუმრა და მას ყველაზე აქტუალური კითხვები დაუსვა. გთავაზობთ ვრცელი ინტერვიუდან ამონარიდს, სადაც გოგა საკუთარ შვილებზე საუბრობს.

გოგა ჯაბაური: - როგორც მამა, ვფიქრობ, ძალიან ცუდი ვარ. ცოტა დროს ვატარებ შვილებთან, ხან სად ვარ, ხან სად. უფროსი ტყუპი ბიჭები მყავს, ლუკასი და მარკოსი 9 წლის ხდებიან 20 ნოემბერს.

მე და ჩემი პირველი მეუღლე  ერთად 4 წელს ვიყავით, რომ დავშორდით, აზიაში წავედი და 5 წელი საქართველოში არ ჩამოვსულვარ. რა თქმა უნდა, კონტაქტზე ვიყავი, მაგრამ ეს არ ნიშნავს, რომ კარგი მამა ვარ. ვიბრძვი, რომ მათთვის ყველაფერი გავაკეთო და ის ბაზა ჩამოვაყალიბო, რაზეც მათ უნდა იცხოვრონ. მე შეიძლება ცუდი მამა ვიყო, მაგრამ მივცემ რესურსს, მათ გააკეთონ ის, რაც მე ვერ გავაკეთე.

ჩემი შვილები ჩემ თავზე მეტად რომ მიყვარს, ორი აზრი არაა, მაგრამ მე თუ ჩემი თავი არ მეყვარება, ვერავის შევიყვარებ, ლოგიკურია. ჩემი შვილებითვის და თავისთვის უნდა ვიყო ძალა და სამაგალითო ადამიანი. პირველ რიგში, მათ თავიანთი თავები უნდა უყვარდეთ და შემდეგ -  ყველა. ადამიანს თუ საკუთარი თავი არ უყვარს, როგორ უნდა მითხრას, რომ მე ვუყვარვარ. 

მყავს კიდევ ქალიშვილი - ევა 3 წლის აპრილში გახდება. ბოლო, მეოთხე, აზიელ ცოლს გასული წლის 13 ივლისს დავშორდი. მაშინ სომხეთში, მივლინებით ვიყავი ნახევარი წელი. იქაც, იყო პროექტი  მილიონ-ნახევრიანი ინვესტიციით. მასთან 4 წელი ვიყავი, ძალიან კარგი ადამიანია, ვმეგობრობ. სხვათაშორის, ჩვენი დაშორება აღვნიშნეთ. ერთმანეთისთვის ძალიან ტოქსიკურები ვიყავით. ტყუპებზე რომ იმშობიარა ჩემმა მეუღლემ, დავესწარი, გოგოზეც მინდოდა, მაგრამ პანდემია რომ იყო, არ დამასწრეს. ყველა ბავშვი თბილისშია დაბადებული. ჩემი პრინციპია, რომ მათ საქართველოს მოქალაქეობა ჰქონდეთ.

მე ძალიან მომწონს ამბიციური გოგოები, ეს თუ არ აქვს, სად მივდივართ, რა არის ჩვენი ცხოვრება. ბოლო ქორწინებაში ჩემი შეცდომა ის იყო, რომ ისეთ ქვეყანაში ჩამოვედით, სადაც მან რეალიზება ვერ შეძლო. ალბათ ეს იყო ჩვენი დაშორების მიზეზი. საბოლოოდ, ბავშვთან ერთად წავიდა, რისი წინააღმდეგიც არ ვყოფილვარ. 

ძნელია, მაგრამ... რაც აქ ვარ, ხშირად ვერ ვეკონტაქტები, არ მინდა აღელვებული დამინახოს. ახლა იმიტომაც ვარ საქართველოში, რომ ჩემს უფროს შვილებთან მაქსიმალურად ახლოს ვიყო. 

22 წლის ვიყავი მამა რომ გავიცანი, ვერ გავუგეთ ერთმანეთს, ვერ შევეწყვეთ და დღესდღეობით, ურთიერთობა არ გვაქვს.