როგორ გამოიყურება უცნაური ჯიშის ძაღლი, რომელიც ბევრს კატა ჰგონია - ის საკმაოდ პოპულალურია

ძაღლი

ხშირად არის განხეთქილება ე.წ. ძაღლის მოყვარულ და კატის მოყვარულ ხალხს შორის. უცხოური გამოცემა წერს ძაღლზე, რომელმაც ორივე ჯგუფის გაერთიანება შეძლო, რადგან იგი გარეგნობით კატას ჰგავს.

ძაღლი, სახელად დუი ​ვიეტნამის ქალაქ ჰანოიში თავის პატრონებთან ერთად ცხოვრობს  და მიუხედავად დიდი დაბნეულობისა, ის ნამდვილად ძაღლია.

მისი უნიკალური გარეგნობა იშვიათი ჯიშების ნაზავიდან მოდის, მათ შორის მშობლიური უძველესი ჯიშის ჰმონგი და მოკლეფეხა ჯიშის დინგო. ამის მიუხედავად, ბევრი ადამიანი მას კატად თვლის.

მფლობელი ამბობს: „მე გამიმართლა, რომ მყავს დუი. ის საკმაოდ ჭკვიანია და ინგლისურ კატას ჰგავს.ბევრს სჯერა, რომ დუის სხეული კატას წააგავს მისი ფუმფულა ნაცრისფერი თმების, წვეტიანი ყურებისა და გრძელი კუდის გამო - მაგრამ მისი სახეზე დაკვირვებით შეგიძლიათ გაიგოთ, რომ ის ძაღლია“.

დუი პირველად ინტერნეტში ორი წლის წინ გამოჩნდა. მას შემდეგ მან მოიპოვა 240 000-ზე მეტი გამომწერი Facebook-ზე, როგორც ვიეტნამში, ასევე მთელ მსოფლიოში.

მისი პატრონები რეგულარულად დებენ ფოტოებსა და ვიდეოებს.  ​დუის სახელი ინგლისურად ითარგმნება როგორც "ბამბუკის ვირთხა", თუმცა ჯერ არავის მოუხსენიებია იგი შეცდომით მღრღნელად.