1728312638
რობერტ პატინსონის თქმით, წონის კონტროლი არაჯანსაღ ჩვევად მარტივად შეიძლება იქცეს
რობერტ პატინსონის თქმით, წონის კონტროლი არაჯანსაღ ჩვევად მარტივად შეიძლება იქცეს. ინფორმაციას უცხოური მედია ავრცელებს.
„ძალიან მარტივად შეიძლება, არაჯანსაღ ჩვევად გექცეს წონის კონტროლი, თუნდაც მხოლოდ კალორიებს ითვლიდე. და ვერც ხვდები, რა საზიანოა ეს ყველაფერი, სანამ უკვე ძალიან გვიან არაა. თითქმის ყველა ტრენდული დიეტა მაქვს გამოცდილი, მუდმივობის გარდა. ერთხელ ორი კვირა მხოლოდ მოხარშულ კარტოფილს ვჭამდი, რადგან დეტოქსიკაცია მჭირდებოდა. მხოლოდ მოხარშული კარტოფილი და ჰიმალაის ვარდისფერი მარილი. როგორც ამბობენ, ეს სხეულს წმენდს და წონაც გაკლდება",- განაცხადა პატინსონმა.
მსახიობის თქმით, კეტოს დიეტაც უცდია, თუმცა მალევე დაანება თავი, რადგან ლუდის დალევა არ შეიძლებოდა. ცნობილია, რომ რობერტ პატინსონს ინტერვიუებში გართობის მიზნით მოტყუება ხშირად სჩვევია, მაგალითად, ბეტმენის ფილმზე მუშაობისას განაცხადა, რომ საერთოდ არ ვარჯიშობდა, რაც აღმოჩნდა, რომ სიმართლე არ იყო, რის გამოც საკუთარი ტრენერისგანაც კი მიიღო საყვედური.