„რატომ უნდა ვიცხოვრო იმის შიშში, რომ ერთ დღეს მოვკვდები და სანამ სუნი არ გავა და მეზობლები არ გაიგებენ, ვერავინ მიპოვის“ - სელენა ბუხაიძე

სელენა

უცხოეთში მყოფი ქართველი ტრანსგენდერი, სელენა ბუხაიძე ემოციურ მიმართვას ავრცელებს.

„სახელმწიფო ასეთ ცოტა ადამიანს ყურადღებას არ გვაქცევს და არ გვაძლევს იმის უფლებას, ადამიანურად ვიცხოვროთ და დავანახოთ ამ ხალხს, რომ ჩვენც შეგვიძლია ვისწავლოთ, ვიმუშაოთ, ჩვენც შეგვიძლია გვყავდეს ოჯახი... გვაიძულებენ, საქართველოში სექს მუშაკებად ვიმუშაოთ, ან უცხო ქვეყანაში გამოვიქცეთ, თავი შევაფაროთ აქაურობას, საქართველოდან მოწყვეტილები. 

მე არ მეზიზღება საქართველო, რატომ უნდა მეზიზღებოდეს... ძალიან მიყვარს. უბრალოდ, მე ხალხი არ მაძლევს იმის უფლებას, რომ ნორმალურად ვიცხოვრო. 

რატომ გვაიძულებთ, დავტოვოთ ქვეყანა და გამოვიქცეთ და უცხო ქვეყანაში ვიცხოვროთ ასე მარტოებმა. რატომ უნდა ვიცხოვრო მარტომ, იმის შიშში, რომ ერთ დღეს მოვკვდები და სანამ სუნი არ გავა და მეზობლები არ გაიგებენ, რომ სახლში ვიღაც მკვდარია, ვერავინ მიპოვის.“ - ამბობს სელენა.