პირველი დეკემბრიდან ახალი წესები ამოქმედდება - გაფრთხილება მძღოლებს
1732309879
მოქალაქეებმა ალბათ უკვე შენიშნეს, რომ ლურჯ მიკროავტობუსებში კამერის მსგავსი მოწყობილობები დააყენეს. „პრაიმტაიმი“ დაინტერესდა, რა მიზნით დამონტაჟდა, იწერს თუ არა ხმას და შესაძლებელია თუ არა მოქალაქეების დაჯარიმება იმ შემთხვევაში, თუ ისინი მგზავრობის საფასურს არ გადაიხდიან.
დედაქალაქის მერიაში განმარტავენ, რომ კამერას ადამიანის სახის ამოცნობა არ შეუძლია, მისი ფუნქცია ჩრდილების მეშვეობით მგზავრთა რაოდენობის დათვლაა.
„ეს არ არის კამერა, რომელიც ადამიანს აფიქსირებს. ეს მგზავრთა მთვლელია, რომელზედაც ტენდერი თბილისის მერიას წინა წელს ჰქონდა გამოცხადებული. შესაბამისად, გეგმის მიხედვით ხდება მთვლელების დამონტაჟება. მიზანია, განრიგები ზუსტად და სრულყოფილად იყოს შემუშავებული. აუცილებელია, ტრანსპორტის სააგენტოს ზუსტი სურათი ჰქონდეს, რომ შემდეგ მოძრაობის სქემა შემუშავდეს“, - აცხადებენ მერიის პრესსამსახურში.
ასევე ნახეთ:
👉 VIDEO: კიევში მოკლული ქართველი ბიზნესმენის სიცოცხლის ბოლო კადრები, სანამ გაიტაცებდნენ