რატომ არ უნდა დატოვოთ ტელეფონის დამტენი დენის წყაროში
1734037881
სამეფო ოჯახის გარშემო სკანდალები არ წყდება. ამჯერად ამის მიზეზი პრინცი ჰარის მემუარებია, რომელიც სულ ცოტა ხნის გამოქვეყნდა და გამოსვლისთანავე საერთაშორისო მედიის განხილვის ერთ-ერთ მთავარ თემად იქცა.
სასექსის ჰერცოგის წიგნში წერს, რომ დიდი ხანი ელოდა პასუხს ოჯახისგან, მანამდე სანამ ბალმორალში, გარდაცვლილი ელისაბედ მეორის ნახვის უფლებას დართავდნენ. როგორც ის ამბობს, მეგანს ბალმორალის ციხესიმაგრეში მისვლა აუკრძალეს.
ჰარი აღნიშნავს, რომ სამეფო ოჯახიდან წასვლის გამო დედოფალი მასზე გაბრაზებული არ იყო და ის ბებიასთან კომუნიკაციას დიდი ხნის განმავლობაში ინარჩუნებდა. ასევე, წიგნიდან ვიგებთ იმასაც, თუ რა უთხრა პრინცმა ჰარიმ უკანასკნელად გარდაცვლილ ბებიას:
„მის ცხედართან დავიხარე და ყურში ვუთხარი: იმედი მაქვს, რომ იმ სამყაროში შენს საყვარელ მეუღლესთან, პრინც ფილიპთან ერთად ხარ და ბედნიერება იპოვე“.
აღსანიშნავია, რომ ბუკინგემის სასახლეს პრინცი ჰარის მემუარებზე კომენტარი არ გაუკეთებია. თუმცა, როგორც სამეფო ოჯახის თემებზე მომუშავე ექსპერტები ვარაუდობენ, სასექსის ჰერცოგის წიგნი, ჰარისა და მის ოჯახს შორის არსებულ უფსკრულს კიდევ უფრო გააღრმავებს.