პირველი დეკემბრიდან ახალი წესები ამოქმედდება - გაფრთხილება მძღოლებს
1732309879
„პრაიმ ჰაუსის“ დატოვების შემდეგ ნიკო ქართველი სოციალურ ქსელში პოსტს აქვეყნებს და საზოგადოებას მხარდაჭერისთვის მადლობას უცდის.
„მოგეხსენებათ, ჩემო კეთილო და კარგო ხალხო, დავტოვე „პრაიმ ჰაუსი“, მინდა, დიდი მადლობა გადაგიხადოთ, რომ ბოლომდე გვერდში მედექით და მიდგახართ, არასდროს დავივიწყებ ამას, დიდი მადლობა, რომ ჩემს გამო ათენეთ, აღამეთ და ლუკმა-პურის ფულს იღებდით, რომ სმს-ით მხარი დაგეჭირათ ჩემთვის!
დიდი ბოდიში, რომ წამოვედი! მაგრამ ვიცი, ჩემს ადგილზე დაფიქრების შედეგად იგივეს იზამდით. ადამიანობა, მეგობრობა, გვერდში დგომა არ იყიდება, არაფერია ადამიანობაზე ფასეული, დიდი მადლობა „რუსთავი 2 -ის“ სტაფის წევრებს, ძალიან გვერდში მედგნენ და დიდი სიყვარულიც მაჩუქეს.
მადლობა ჟურნალისტებს, პროდიუსერებს, რომლებიც ბოლო წუთამდე სიყვარულს ამჟღავნებდნენ ჩემს მიმართ! რომ არა ისინი, არ მეყოლებოდით თქვენ. მადლობა საქართველოს და გაუმარჯოს საქართველოს! გისურვებთ უდიდეს წარმატებას, ბედნიერებას და ჯანმრთელობას.“ - წერს ნიკო ქართველი.