დააკვირდით ამ ციფრებს - რას ნიშნავს თქვენს პასპორტში მითითებული პირადი ნომერი
1732311895
„პრაიმ ჰაუსის“ ლაივის დროს ნიკო და სალომე ერთმანეთს მწვავედ დაუპირისპირდნენ. სალომემ ლაივამდე თბილისის ერთ-ერთ ბარში მომხდარი შემთხვევა გაიხსენა.
„გუშინ ნიკოს ვუთხარი, რომ ჩემთან ბარში გამოსულიყო, სადაც ჩემი ახლობლებიც იყვნენ. საღამოა. პარალელურად, ჩემს გამომწერებს ვუთხარი, რომ მასთან ერთად ლაივს ჩავრთავდი. წავედით ბარში, ვსხედვართ და ნიკო მეუბნება, ჩემთან ერთად ლაივი არ ჩართო, რადგან ყველამ იცის, რომ კახეთში ვარო. ნიკო გადაჯდა ჩემს წინ, მე ლაივი ჩავრთე. რადგან მე შევუთანხმდი, რომ ნიკოსთან ერთად ჩავრთავდი ლაივს, დიდი მოთხოვნა წამოვიდა, რომ გამომეჩინა. მე ვთქვი, რომ ნიკო იყო კახეთში და ამასობაში მოდის ბარის თანამშრომელი და ნიკოს ეუბნება, შენ ხომ ნიკო ხარ, „პრაიმჰაუსელი“ გგულშემატკივრობო. ამასობაში მე ლაივი გამორთული არ მქონდა და ყველაფერი გაიშიფრა. სადღეგრძელოს ვსვამთ, ყველაფერი მშვიდად, კარგად მიდის, ჩემი მეგობრის შვილს ველაპარაკები ტელეფონზე და ვეუბნები, რადგან სვეტას გაცნობა უნდა, მე მას გავაცნობდი... ამ დროს ჩამოიარა ორმა ქალმა, გადაკოცნეს ნიკო და ამ დროს დიდად ყურადღება არ მიმიქცევია, რადგან ტელეფონზე ვსაუბრობდი.
ამ დროს, ბარში მომუშავე გოგო მეძახის და მეუბნება, ეს გოგო ნიკომ რომ გადაკოცნა, ხომ ნიკოს ცოლიაო? მივედი ნიკოსთან და ვკითხე, იყო თუ არა მისი ცოლი. კი, ჩემი ყოფილი ცოლი იყოო, მეუბნება. ცოტა ხანში მეუბნება, გავალ და სამ წუთში დავბრუნდებიო. ზუსტად იქიდან, აღმაშენებლიდან, ჩიხიდან მოდის განწირული ხმა, არ ვიცი, რა ხდებოდა მანდ... მესმოდა ფრაზები: მოხვალ შენ სახლში განახებ და ასე შემდეგ... ზუსტად იმ ჩიხში ცხოვრობს ჩემი მეგობარი და მილიონ მოწმეს მოვიყვან... იმ კადრსაც ამოვიღებ როგორ ვისხედით და ნიკო აღარ დაბრუნდა, როცა მითხრა, რომ სამ წუთში უკან დაბრუნდებოდა. ნიკომ მომწერა, მოვგვარდები და დავბრუნდებიო. ნიკომ მითხრა, რომ „პრაიმ ჰაუსის“ ანონსმა მისი ცოლი გააღიზიანა და ლაივიდან მოგვაგნო ჩვენ. არ ვიცი რატომ თქვა, რომ კახეთში იყო. ამ ყველაფრის შემდეგ მრჩება დასკვნა, რომ ნიკომ ეს ყველაფერი გააჟღერა იმიტომ, რომ მის ცოლს მისი ადგილმდებარეობა არ სცოდნოდა და არ სცოდნოდა რომ იყო ჩემთან. ლაივში ეს ტყუილი გაიშიფრა და გამოვიდა, რომ კვალს გამოჰყვა. ასე მოვიდა და ისტერიკა მოუწყო. მაინტერესებს, რომელი ყოფილი ცოლი აწყობს ეჭვიანობის სცენებს და რომელი ყოფილი ცოლი მოჰყვება ყოფილ ქმარს ცხელ კვალზე.“ - თქვა სალომემ, რაზეც ნიკომ შემდეგნაირად უპასუხა:
„მადლობა ჩემს ყოფილ მეუღლეს, უძლიერესი ქალია... ის არაფერ შუაშია. როგორც ამბობს სალომე ისე იყო, მე და ჩემი ძმაკაცი მივედით... სალომემ ჩართო ლაივი. მე ბევრი ხალხის ნახვა არ მინდოდა და ამიტომ ვთქვი, რომ ვიყავი კახეთში. ჩვენი გადაცემის ანონსი გავიდა, ჩემი ყოფილი მეუღლე დაიღალა, ყოველდღიურად მისი ხსენებაა... სწორედ ამან გააღიზიანა.“ - განმარტა ნიკომ.