პირველი დეკემბრიდან ახალი წესები ამოქმედდება - გაფრთხილება მძღოლებს
1732309879
მას შემდეგ, რაც „პრაიმ ჰაუსის“ მესამე სეზონი ნიკო ქართველმა დატოვა, მისმა ყოფილმა მეუღლემ გამომწერების კითხვებს უპასუხა. თაია ჭიჭინაძემ კიდევ ერთხელ განმარტა, რომ ნიკო მისი ყოფილი ქმარია.
კითხვაზე, როგორც ქალს, გიჭირდა სალომეს და ნიკოს ყურება? თაია პასუხობს: „რა თქმა უნდა“.
მან, ასევე, მენტალური ჯანმრთელობის შესახებაც ისაუბრა: „სრულიად დაკარგული ვარ ცხოვრების ამ ეტაპზე. მესიზმრება კოშმარები და მაქვს პანიკური შეტევები, სამწუხაროდ. ყველაფერი ჩაივლის, უფლის ნებით...“
ცნობისთვის, მას შემდეგ, რაც სალომემ „პრაიმ ჰაუსი“ დატოვა, ნიკომ და დიმიმ პროექტიდან წასვლის გადაწყვეტილება მიიღეს. ამის მიზეზად კი ადამიანობა დაასახელეს.
კონტრაქტის თანახმად, მონაწილეები 20-20 ათასი ლარით დაჯარიმდებიან.