პირველი დეკემბრიდან ახალი წესები ამოქმედდება - გაფრთხილება მძღოლებს
1732309879
კანიე უესტს თავისი მოდის ხაზის, Yeezy-ის ახალი კოლექციის წარდგენისას მაისური ეცვა, რომელზეც შემდეგი სიტყვები ეწერა : „თეთრკანიანთა სიცოცხლე მნიშვნელოვანია" . მომღერლის მაისურზე მსგავსი შინაარსის წარწერამ საზოგადოების ყურადღება მიიქცია. ინფორმაციას უცხოური მედია ავრცელებს.
„მე ვარ Ye და აქ ყველამ იცის, რომ მე ლიდერი ვარ. შენ მე ვერ მმართავ", - ამბობს კანიე მოდის ჩვენებიდან გავრცელებულ ვიდეოში.
ჯერჯერობით უცნობია, თუ რატომ გადაწყვიტა კანიე ვესტმა ასეთი წარწერით მაისურის ჩაცმა. ფრაზა „თეთრკანიანთა სიცოცხლე მნიშვნელოვანია" მას შემდეგ გამოჩნდა, როცა მოძრაობა Black Lives Matter (შავკანიანთა სიცოცხლე მნიშვნელოვანია) დაიწყო. შეგახსენებთ, რომ აშშ-ში ჯორფ ფლოიდის სიკვდილის შემდეგ საპროტესტო აქციები დაიწყო და მოძრაობა Black Lives Matter სწორედ ამ პერიოდში გააქტიურდა.
რაც შეეხება მომღერლის შეხედულებებს, თავისი კარიერის განმავლობაში კანიე ვესტმა რასიზმის შესახებ რამდენჯერმე ისაუბრა.