VIDEO: მაქსიმ გალკინმა მისთვის ყველაზე საყვარელი ქართული სიმღერა დაასახელა და გამომწერებს უმღერა
1740247052
რუსეთის ფედერაციაში გამოცხადებული „ნაწილობრივი მობილიზაციის“ გამო, რეპერმა ივან პეტუნინმა, (Walkie) თავი მოიკლა. ინფორმაცია რუსულ მედიაში გავრცელდა.
გარდაცვალებამდე ცოტა ხნით ადრე მან ვიდეო მიმართვა გამოაქვეყნა, რომელშიც აცხადებდა, რომ ომში წასვლის სურვილის არქონის გამო თვითმკვლელობას აპირებდა.
27 წლის პეტუნინის ცხედარი ქალაქის ერთ-ერთ მაღალსართულიან კორპუსთან იპოვეს.
„თუ ამ ვიდეოს უყურებ, მე ცოცხალი აღარ ვარ. მკვლელობის ცოდვას მე ვერ დავიდებ და არ მინდა. მე არ ვარ მზად მოვკლა სხვები რაღაც იდეალების გამო… მე არ მაქვს უფლება ავიღო ავტომატი და ვესროლო ადამიანებს.
ჩემი ბოლო გადაწყვეტილებაა თავად გავაკეთო არჩევანი, მოვკვდე იმათი ხელით ვინც საკუთარ თავისუფლებას იცავს, ან გამოვხატო პროტესტი. მოუსმინეთ ჩემს სიმღერებს, უკვე 100 სიმღერა დამიგროვდა და გაიგეთ როგორი ადამიანი ვარ“,- ამბობს რეპერი ვიდეოში.