1726689256
რა ენატრება ლიზა ყენიას ამერიკაში - მომღერლის ემოციური პასუხი გამომწერებს
უკვე 1 წელია, რაც მომღერალი ლიზა ყენია საცხოვრებლად ამერიკაში გადავიდა. ცოტა ხნის წინ, მის ცხოვრებაში სასიამოვნო ამბავი მოხდა - შეყვარებულმა, გიორგი რაზმაძემ ხელი დაბადების დღეზე სთხოვა.
როგორც ლიზა ამბობს, ამერიკა აძლევს შანსს, მისი ყველა ოცნება რეალობად აქციოს.
გამომწერის კითხვაზე, ყველაზე მეტად, რომელი ქართული კერძი ენატრება, ლიზა შემდეგნაირად პასუხობს:
„იდეაში, ყველაფერი არის აქ და ვაკეთებ ყველაფერს, რაც მენატრება. თუმცა, ყველაზე მეტად მაიას გაკეთებული ყველა კერძი მენატრება. იმიტომ, რომ ეგეთ საჭმელს ვერანაირ რესტორანში და ოჯახში ვერ ვჭამ.“ - წერს ლიზა.